https://sputnik-georgia.com/20220404/dasavletmarusetis-winaarmdeg-masobrivi-ganadgurebis-iarari-gamoiyena-265729023.html
მოსაზრება: დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა
მოსაზრება: დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა
Sputnik საქართველო
დავიდ ნარმანია 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T14:50+0400
2022-04-04T14:50+0400
2022-04-04T21:28+0400
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/14/250656515_0:264:3171:2048_1920x0_80_0_0_3ed904fd8f08968e039678cd1aeea044.jpg
დავიდ ნარმანიავიდრე მსოფლიო ბირთვული დარტყმების შიშით ცხოვრობს, დასავლეთმა უკვე გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების გაცილებით უფრო თანამედროვე იარაღი. მისგან ვერც რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღი იცავს და ვერც თავშესაფარი. უკვე არიან დაშავებულებიც და დევნილებიც.საუბარია, ზოგადად, მასმედიაზე, კერძოდ კი, სოციალურ ქსელებზე.ვინმემ შეიძლება თქვას – პროპაგანდა იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც კაცობრიობამ ლაპარაკი ისწავლა, ხოლო იარაღად მას იყენებდნენ პირველივე ომში, როდესაც მეომრები ერთმანეთს უყვიროდნენ: „ასე და ასე გიზამთო“. ეს სიმართლეა.მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის ყოვლისმომცველი გახდა. ტოტალიტარული რეჟიმების გამოჩენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ XX საუკუნეში – სწორედ ტელევიზიისა და რადიოს განვითარებით.ახლა კი წარმოიდგინეთ, პროპაგანდის როგორი შესაძლებლობები იხსნება სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ოცდაოთხი საათი იჩხრიკება ჯიბეში მიღებული შეტყობინებების სანახავად, რათა სწრაფად გაეცნოს ახალ-ახალ ამბებს, წაიკითხოს „აზრთა ლიდერების“ გამონათქვამები ან ექსპერტების ანალიტიკური სტატიები და ა.შ.ასეთ პირობებში ყოველი ადამიანი ერთდროულად არის პროპაგანდის აბსოლუტურად დაუცველი სამიზნეც და პოტენციურად - აქტიური რუპორიც. მიიღო - გაეცნო - გააზიარა. მარტივი ალგორითმია. დიახ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც კორონავირუსთან: გადაგედო - გადადე. ასე ვრცელდება ახლა რუსოფობიის პანდემია.სსრკ-ის დაშლა რუსეთისთვის კატასტროფა იყო არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად, არამედ იდეურადაც. სამყაროზე კომუნისტური წარმოდგენის კრახის ჩასანაცვლებელი არაფერი არსებობდა და ამიტომ დასავლური მსოფლმხედველობის მარცვლებმა, თავისი ფასეულობებითა და იდეებით, რომლებსაც ცივი ომის შემდეგ მთელ მსოფლიოს თავს ახვევდნენ როგორც ერთადერთ სწორ იდეოლოგიას, ყველაზე მეტი გამოძახილი სწორედ აქ ჰპოვა.სწორედ ეს თანდათანობითი ჩაძირვა დასავლურ კულტურაში მკვეთრად შეწყდა 24 თებერვალს. საუბარია არა მის განმსაზღვრელ მნიშვნელობაზე რუსეთისთვის, როგორც ცივილიზაციისთვის – ეს ცალკე თემაა, რომელიც ჯერ კიდევ ათწლეულები უნდა იკვლიონ – არამედ იმაზე, რომ დასავლური ახალი ამბების რესურსები და გამოჩენილი ადამიანები ჩაებნენ რუსების წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო ომში.სწორედ ამით აიხსნება რუსული საზოგადოების უგუნებობა, რომელიც სპეცოპერაციის პირველ დღეებში შეინიშნებოდა: დასავლური მედიამანქანა პროპაგანდის ფრონტს ვაზნებითა და ჭურვებით ამარაგებდა, ფეისბუქმა, ტვიტერმა, ინსტაგრამმა და YouTube-მა კი რუსებს პირდაპირ გულში გაუხსნეს ცეცხლი.Telegram-ი ჯერ შედარებით ნეიტრალურ ტერიტორიად რჩება და აქ საინფორმაციო დაპირისპირება ძალიან აქტიურია. რუსეთის მხრიდან – თავდაცვითი. უკრაინული არხები აქვეყნებენ სხვადასხვა სახის „ფეიკებს“, რომელთა მხილებაც საჭიროა.აქ არის ტყუილი დანაკარგების თაობაზე, ვიდეო „ორკების დანაშაულებათა ნათელი მტკიცებულებებით“, მოწოდებები რუსებზე ანგარიშსწორებისკენ მთელ მსოფლიოში, ადამიანებისა და არაადამიანების სიები. ამ ყველაფერს რუსული მხარე უარყოფს, მაგრამ პოსტების გამოჩენაც კი უკვე საფრთხის შემცველია რუსებისთვის. მკითხველმა შეიძლება აიტაცოს ეს პროპაგანდისტული ყუმბარა და დაიწყოს მისი აქეთ-იქით გადასროლა მეგობრებისკენ, ნათესავებისკენ, კოლეგებისკენ და ა.შ.რასაკვირველია, გულუბრყვილობაა, მოუწოდო მკითხველს, უარი თქვან სოციალური ქსელების ფუნქციონალზე, მაგრამ დაუსვით კითხვა საკუთარ თავს – ვისთვისაა ხელსაყრელი ის, რისკენაც ახლა მოგიწოდებენ, რასაც კითხულობთ. ერთი რაციონალური ახსნა მაინც თუ გაქვთ, რისთვის უნდა დახოცონ რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი ტოვებენ? ალბათ იმისთვის, რომ დასავლურ მასმედიას დამაჯერებელი სურათი მისცენ და რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი განაწყონ?დროთა განმავლობაში „ფეიკები“ მომრავლდება. ამიტომ ასეთ საინფორმაციო ომს ყოველი რუსი მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. მისი ფრონტი ახლა ყოველ სახლში, ყოველ მობილურში, ყოველ კომპიუტერშია. რუსებს, სიმართლის გარდა, სხვა იარაღი არა აქვთ. საჭიროა მისი მობილიზება და ბრძოლაში გაშვება.გახსოვდეთ ვინაა ამ დაპირისპირებაში მოყვარე და ვინ – მტერი, ვინ უსურვებს რუსეთს აყვავებას და ვინ – დაშლასა და სისხლს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/14/250656515_140:0:2871:2048_1920x0_80_0_0_1ac29fd23510612005adcd023c7a0f4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა
ვიდრე მსოფლიო ბირთვული დარტყმების შიშით ცხოვრობს, დასავლეთმა უკვე გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების გაცილებით უფრო თანამედროვე იარაღი. მისგან ვერც რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღი იცავს და ვერც თავშესაფარი. უკვე არიან დაშავებულებიც და დევნილებიც.
საუბარია, ზოგადად, მასმედიაზე, კერძოდ კი, სოციალურ ქსელებზე.
ვინმემ შეიძლება თქვას – პროპაგანდა იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც კაცობრიობამ ლაპარაკი ისწავლა, ხოლო იარაღად მას იყენებდნენ პირველივე ომში, როდესაც მეომრები ერთმანეთს უყვიროდნენ: „ასე და ასე გიზამთო“. ეს სიმართლეა.
მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის ყოვლისმომცველი გახდა. ტოტალიტარული რეჟიმების გამოჩენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ XX საუკუნეში – სწორედ ტელევიზიისა და რადიოს განვითარებით.
ახლა კი წარმოიდგინეთ, პროპაგანდის როგორი შესაძლებლობები იხსნება სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ოცდაოთხი საათი იჩხრიკება ჯიბეში მიღებული შეტყობინებების სანახავად, რათა სწრაფად გაეცნოს ახალ-ახალ ამბებს, წაიკითხოს „აზრთა ლიდერების“ გამონათქვამები ან ექსპერტების ანალიტიკური სტატიები და ა.შ.
ასეთ პირობებში ყოველი ადამიანი ერთდროულად არის პროპაგანდის აბსოლუტურად დაუცველი სამიზნეც და პოტენციურად - აქტიური რუპორიც. მიიღო - გაეცნო - გააზიარა. მარტივი ალგორითმია. დიახ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც კორონავირუსთან: გადაგედო - გადადე. ასე ვრცელდება ახლა რუსოფობიის პანდემია.
სსრკ-ის დაშლა რუსეთისთვის კატასტროფა იყო არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად, არამედ იდეურადაც. სამყაროზე კომუნისტური წარმოდგენის კრახის ჩასანაცვლებელი არაფერი არსებობდა და ამიტომ დასავლური მსოფლმხედველობის მარცვლებმა, თავისი ფასეულობებითა და იდეებით, რომლებსაც ცივი ომის შემდეგ მთელ მსოფლიოს თავს ახვევდნენ როგორც ერთადერთ სწორ იდეოლოგიას, ყველაზე მეტი გამოძახილი სწორედ აქ ჰპოვა.
სწორედ ეს თანდათანობითი ჩაძირვა დასავლურ კულტურაში მკვეთრად შეწყდა 24 თებერვალს. საუბარია არა მის განმსაზღვრელ მნიშვნელობაზე რუსეთისთვის, როგორც ცივილიზაციისთვის – ეს ცალკე თემაა, რომელიც ჯერ კიდევ ათწლეულები უნდა იკვლიონ – არამედ იმაზე, რომ დასავლური ახალი ამბების რესურსები და გამოჩენილი ადამიანები ჩაებნენ რუსების წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო ომში.
სწორედ ამით აიხსნება რუსული საზოგადოების უგუნებობა, რომელიც სპეცოპერაციის პირველ დღეებში შეინიშნებოდა: დასავლური მედიამანქანა პროპაგანდის ფრონტს ვაზნებითა და ჭურვებით ამარაგებდა, ფეისბუქმა, ტვიტერმა, ინსტაგრამმა და YouTube-მა კი რუსებს პირდაპირ გულში გაუხსნეს ცეცხლი.
Telegram-ი ჯერ შედარებით ნეიტრალურ ტერიტორიად რჩება და აქ საინფორმაციო დაპირისპირება ძალიან აქტიურია. რუსეთის მხრიდან – თავდაცვითი. უკრაინული არხები აქვეყნებენ სხვადასხვა სახის „ფეიკებს“, რომელთა მხილებაც საჭიროა.
აქ არის ტყუილი დანაკარგების თაობაზე, ვიდეო „ორკების დანაშაულებათა ნათელი მტკიცებულებებით“, მოწოდებები რუსებზე ანგარიშსწორებისკენ მთელ მსოფლიოში, ადამიანებისა და არაადამიანების სიები. ამ ყველაფერს რუსული მხარე უარყოფს, მაგრამ პოსტების გამოჩენაც კი უკვე საფრთხის შემცველია რუსებისთვის. მკითხველმა შეიძლება აიტაცოს ეს პროპაგანდისტული ყუმბარა და დაიწყოს მისი აქეთ-იქით გადასროლა მეგობრებისკენ, ნათესავებისკენ, კოლეგებისკენ და ა.შ.
რასაკვირველია, გულუბრყვილობაა, მოუწოდო მკითხველს, უარი თქვან სოციალური ქსელების ფუნქციონალზე, მაგრამ დაუსვით კითხვა საკუთარ თავს – ვისთვისაა ხელსაყრელი ის, რისკენაც ახლა მოგიწოდებენ, რასაც კითხულობთ. ერთი რაციონალური ახსნა მაინც თუ გაქვთ, რისთვის უნდა დახოცონ რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი ტოვებენ? ალბათ იმისთვის, რომ დასავლურ მასმედიას დამაჯერებელი სურათი მისცენ და რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი განაწყონ?
დროთა განმავლობაში „ფეიკები“ მომრავლდება. ამიტომ ასეთ საინფორმაციო ომს ყოველი რუსი მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. მისი ფრონტი ახლა ყოველ სახლში, ყოველ მობილურში, ყოველ კომპიუტერშია. რუსებს, სიმართლის გარდა, სხვა იარაღი არა აქვთ. საჭიროა მისი მობილიზება და ბრძოლაში გაშვება.
გახსოვდეთ ვინაა ამ დაპირისპირებაში მოყვარე და ვინ – მტერი, ვინ უსურვებს რუსეთს აყვავებას და ვინ – დაშლასა და სისხლს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე