https://sputnik-georgia.com/20220404/5-ivlisis-saqme-sasamartlom-ganacheni-gamoitana-265731242.html
5 ივლისის საქმე: სასამართლომ მეორე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
5 ივლისის საქმე: სასამართლომ მეორე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არცერთი არ აღიარებს. 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T17:00+0400
2022-04-04T17:00+0400
2022-04-04T22:21+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს პატიმრობა 1 წლითა და 3 თვით, ხოლო ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ბრალდებულთაგან ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა უშანგი დათუნაშვილს.ყველა მათგანს ბრალი ედებოდა „ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში“, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და ისინი მხოლოდ „ჯგუფურ ძალადობაში“ ცნო დამნაშავედ.საუბარია ტელეკომპანიების - „TV პირველის", „ფორმულას", „მთავარი არხის", „იმედის", „რუსთავი2"-ის, „რადიო თავისუფლების", „პირველი არხისა“ და მედიაკომპანია „ტაბულას" ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაზე.ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.საქმეზე პირველი განაჩენი 17 მარტს გამოიტანეს – 2021 წლის 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ყავლაშვილს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
5 ივლისის საქმე: სასამართლომ მეორე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
17:00 04.04.2022 (განახლებულია: 22:21 04.04.2022) დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არცერთი არ აღიარებს.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს პატიმრობა 1 წლითა და 3 თვით, ხოლო ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ბრალდებულთაგან ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა უშანგი დათუნაშვილს.
ყველა მათგანს ბრალი ედებოდა „ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში“, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და ისინი მხოლოდ „ჯგუფურ ძალადობაში“ ცნო დამნაშავედ.
საუბარია ტელეკომპანიების - „TV პირველის", „ფორმულას", „მთავარი არხის", „იმედის", „რუსთავი2"-ის, „რადიო თავისუფლების", „პირველი არხისა“ და მედიაკომპანია „ტაბულას" ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაზე.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.
იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
საქმეზე პირველი განაჩენი 17 მარტს გამოიტანეს – 2021 წლის 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ყავლაშვილს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა.