https://sputnik-georgia.com/20220403/wyaltubosi-masvelebi-mdinaresi-cavardnili-mozardis-zebnas-ganagrzoben-265707252.html
წყალტუბოში მაშველები მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ძებნას განაგრძობენ
წყალტუბოში მაშველები მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ძებნას განაგრძობენ
Sputnik საქართველო
17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარე ლეხიდარში ჩავარდა.
2022-04-03T13:50+0400
2022-04-03T13:50+0400
2022-04-03T13:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/65/248096567_0:16:1174:676_1920x0_80_0_0_e654e7cafd56e18f1e8e8dfd42966eae.jpg
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში მაშველები მდინარეში გაუჩინარებულ მოზარდს მეორე დღეა ეძებენ.17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარე ლეხიდარში ჩავარდა. მის საშველად მდინარეში მამაკაცი შევიდა, რომელიც მალევე ამოვიდა, ხოლო მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 2 აპრილს შევიდა.„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გარდა ამისა, საძიებო ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და სპეციალური მცურავი საშუალებები. ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდარის შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი.წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/65/248096567_127:0:1048:691_1920x0_80_0_0_81f5aebddba6c530a72075dc3b304f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წყალტუბო მაშველები მდინარე ლეხიდარი ლეხიდრისთავი მოზარდის ძებნა
წყალტუბო მაშველები მდინარე ლეხიდარი ლეხიდრისთავი მოზარდის ძებნა
წყალტუბოში მაშველები მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ძებნას განაგრძობენ
17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარე ლეხიდარში ჩავარდა.
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში მაშველები მდინარეში გაუჩინარებულ მოზარდს მეორე დღეა ეძებენ.
17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცდა და მდინარე ლეხიდარში ჩავარდა. მის საშველად მდინარეში მამაკაცი შევიდა, რომელიც მალევე ამოვიდა, ხოლო მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 2 აპრილს შევიდა.
„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამსახურის ცნობით, ოპერაციაში 45 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ისინი ახორციელებენ მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერებას. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის - დრონის მეშვეობითაც.
გარდა ამისა, საძიებო ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და სპეციალური მცურავი საშუალებები. ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდარის შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი.