https://sputnik-georgia.com/20220403/tbilisis-centrsi-aqciis-gamo-avtotransportis-mozraoba-droebit-seizruda-265712183.html
თბილისის ცენტრში აქციის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
თბილისის ცენტრში აქციის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციაა.
2022-04-03T19:15+0400
2022-04-03T19:15+0400
2022-04-03T19:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059357_0:201:1280:921_1920x0_80_0_0_8591d39c38c285a25007770fb589aed6.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, დღეს 18:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, ჟვანიასა და 9 აპრილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდნენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას გამოიყენონ გუდიაშვილის, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩები.აღნიშნულ პერიოდში ახალი სქემით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.„ევროპული საქართველოს“, „ტაბულას“, „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზებით, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად“ იმართება.ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციის წინ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მონტაჟდება 3 დიდი ეკრანი, სადაც სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ფილმი გავა.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059357_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b2e37a20c0820f164455775929c7dcae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ცენტრი აქცია ავტოტრანსპორტი მოძრაობა შეზღუდვა
თბილისი ცენტრი აქცია ავტოტრანსპორტი მოძრაობა შეზღუდვა
თბილისის ცენტრში აქციის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
19:15 03.04.2022 (განახლებულია: 19:16 03.04.2022) რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციაა.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, დღეს 18:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, ჟვანიასა და 9 აპრილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდნენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას გამოიყენონ გუდიაშვილის, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩები.
აღნიშნულ პერიოდში
ახალი სქემით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
„ევროპული საქართველოს“, „ტაბულას“, „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზებით, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად“ იმართება.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციის წინ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მონტაჟდება 3 დიდი ეკრანი, სადაც სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ფილმი გავა.