https://sputnik-georgia.com/20220403/raribasvili-saqartvelo-rusetis-winaarmdeg-ekonomikur-sanqciebs-ar-daawesebs-265709971.html
ღარიბაშვილი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ დააწესებს
ღარიბაშვილი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ დააწესებს
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, მიაჩნია მთავრობის მეთაურს
2022-04-03T17:47+0400
2022-04-03T17:47+0400
2022-04-03T17:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება, განაცხადა აჭარაში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ორმხრივ სანქციებთან მიერთებაზე, მაგრამ შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.მთავრობის მეთაურის თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გადაიტანა და „აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები“.„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ომი არავის სჭირდება, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერიო პატრიოტი ხელისუფალი ყველაფერს უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მონაწილეობს ყველა საერთაშორისო საფინანსო სანქციებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყების გამო დაწესდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ღარიბაშვილი საქართველო რუსეთი სანქციები დაწესება
ღარიბაშვილი საქართველო რუსეთი სანქციები დაწესება
ღარიბაშვილი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ დააწესებს
17:47 03.04.2022 (განახლებულია: 17:49 03.04.2022) გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, მიაჩნია მთავრობის მეთაურს
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება, განაცხადა აჭარაში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ორმხრივ სანქციებთან მიერთებაზე, მაგრამ შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.
„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება. მე და ჩემი გუნდი ამ გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გადაიტანა და „აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები“.
„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ომი არავის სჭირდება, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერიო პატრიოტი ხელისუფალი ყველაფერს უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მონაწილეობს ყველა საერთაშორისო საფინანსო სანქციებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყების გამო დაწესდა.