https://sputnik-georgia.com/20220403/mexanzre-masvelebma-dasavlet-saqartvelosi-19-xanzari-caaqres-265708074.html
მეხანძრე-მაშველებმა 48 საათში დასავლეთ საქართველოში 19 ხანძარი ჩააქრეს
მეხანძრე-მაშველებმა 48 საათში დასავლეთ საქართველოში 19 ხანძარი ჩააქრეს
Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე
2022-04-03T14:32+0400
2022-04-03T14:32+0400
2022-04-03T14:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252224465_0:12:1516:865_1920x0_80_0_0_300e04c6e1995e9e00d92e820c5d4c29.png
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მინდვრის და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება“, -აღნიშნავენ უწყებაშისახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252224465_0:0:1168:876_1920x0_80_0_0_5e6d8b3e1ef77505f850c060c7a323e6.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველო სამეგრელო 19 ხანძარი ლიკვიდაცია
მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველო სამეგრელო 19 ხანძარი ლიკვიდაცია
მეხანძრე-მაშველებმა 48 საათში დასავლეთ საქართველოში 19 ხანძარი ჩააქრეს
14:32 03.04.2022 (განახლებულია: 14:34 03.04.2022) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მინდვრის და ბალახის 19 ხანძარზე მოახდინეს რეაგირება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება“, -აღნიშნავენ უწყებაში
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხანძრის ყველა აქტიური კერა ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს.