https://sputnik-georgia.com/20220403/fotsi-sacxovrebeli-korpusis-ori-sartuli-daiwva-265712760.html
ფოთში საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული დაიწვა
ფოთში საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული დაიწვა
Sputnik საქართველო
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მერია დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას ჰპირდება.
2022-04-03T20:15+0400
2022-04-03T20:15+0400
2022-04-03T20:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264119350_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_abe5e1c35f519eb9d577c9f2fec47b5a.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიც. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.ტელეკომპანიის ცნობით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მესამე და მეოთხე სართულზე მდებარე ბინები.ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება.მისი თქმით, დაზიანებულია სახურავი და მის შეკეთებას მერია უმოკლეს დროში შეეცდება.„ხვალიდან წვიმებია გამოცხადებული და დროებით გადახურვას დილიდანვე დავიწყებთ“, - აღნიშნა მერმა.რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მერის თქმით, ისინი ჯერჯერობით უცნობია.წყარო - „პირველი არხი“.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264119350_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1edd8bce65d0abe9e626a2f34e506280.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოთი კორპუსი ორი სართული ხანძარი ევაკუაცია
ფოთი კორპუსი ორი სართული ხანძარი ევაკუაცია
ფოთში საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული დაიწვა
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მერია დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას ჰპირდება.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიც. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მესამე და მეოთხე სართულზე მდებარე ბინები.
ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება.
„დაზარალებულია ოთხი ოჯახი, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა და ამ ოჯახებს დროებით საცხოვრებელში, ქირით გადავიყვანთ. ახლა ვარკვევთ, ვის სჭირდება ოპერატიული დახმარება“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
მისი თქმით, დაზიანებულია სახურავი და მის შეკეთებას მერია უმოკლეს დროში შეეცდება.
„ხვალიდან წვიმებია გამოცხადებული და დროებით გადახურვას დილიდანვე დავიწყებთ“, - აღნიშნა მერმა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მერის თქმით, ისინი ჯერჯერობით უცნობია.