Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში: სად არ დაფიქსირდა შემთხვევები

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 217-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.649.222-ს მიაღწია.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 217 შემთხვევიდან ყველაზე მეტი —107 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი გურიის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 34, გურია - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12, აჭარა - 10, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, კახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 0.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.627. 958-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 5 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.756-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.482 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 496 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 256, იმერეთში -93, აჭარაში - 36.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 პირი, მათ შორის, თბილისში –73, აჭარაში - 16, იმერეთში -15.
3.986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 217-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.649.222-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0