შუალედური არჩევნები საქართველოში: ყველაზე მაღალი აქტივობა ბათუმში ფიქსირდება

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები საქართველოში. 2021 წელი
არჩევნები საქართველოში. 2021 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
ცესკოს პრეს-სპიკერმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ, რადგან უბნების დახურვამდე ორი საათი დარჩა.
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08% შეადგინა. ბათუმში საარჩევნო უბნებზე მივიდა 8.395 ამომრჩეველი (40,7%), ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 31.892 (22,8%).
ცესკოს პრეს-სპიკერმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ, რადგან უბნების დახურვამდე ორი საათი დარჩა.

„ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში აიტვირთება.
ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება20.635-ს ამომრჩეველს შეუძლია. 12 საათისთვის ამომრჩეველთა 18,8%-მა არჩევანი უკვე დააფიქსირა.
არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ყველა ახალი ამბავი
0