შუალედური არჩევნები საქართველოში: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19.610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია. ბათუმში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3.872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 15.738 (11,2%).
საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, რომელიც პირველად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე იყო გამოყენებული. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.
„გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით – cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს – ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ასევე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა აღნიშნულს საარჩევნო პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია და კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

არჩევნები

ამომრჩევლები ირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.
საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენში რუსთავსა და გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე სამი კანდიდატია: მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, ირაკლი შატაკიშვილი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტიიდან“.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებზე ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატია: ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 139.989 ამომრჩეველს შეუძლია, ხოლო ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - 20.635-ს.
არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ყველა ახალი ამბავი
0