საზარელი მკვლელობა ქუთაისში: ახალგაზრდა ქალს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 31 მარტს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 წლის ქალმა მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით 43 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0