https://sputnik-georgia.com/20220402/sartavas-qucaze-avariasi-dasavebul-bavsvs-meore-operacia-cautarda-265696052.html
შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებულ ბავშვს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა
შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებულ ბავშვს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა
Sputnik საქართველო
ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
2022-04-02T16:28+0400
2022-04-02T16:28+0400
2022-04-02T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260468671_0:0:3150:1773_1920x0_80_0_0_6763f4ba286ca2acaf6f5561bf1227ce.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს კიდევ ერთი, ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა.დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე მდგომ რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. ავარიის დროს ბავშვი ტროტუარზე იდგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავეს. 1 აპრილს მას პატიმრობა შეეფარდა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260468671_419:0:3150:2048_1920x0_80_0_0_4e751555671f3cbb5e49cbe92339e6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შარტავა ქუჩა ავარია ბავშვი მეორე ოპერაცია
შარტავა ქუჩა ავარია ბავშვი მეორე ოპერაცია
შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებულ ბავშვს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა
16:28 02.04.2022 (განახლებულია: 16:30 02.04.2022) ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს კიდევ ერთი, ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე მდგომ რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. ავარიის დროს ბავშვი ტროტუარზე იდგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
„ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, კვლავ უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გუშინ პაციენტს კიდევ ერთი, ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა", - აღნიშნავენ კლინიკაში.
სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავეს. 1 აპრილს მას პატიმრობა შეეფარდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.