https://sputnik-georgia.com/20220402/saqartvelosi-sualedur-arcevnebze-kenwosyris-procesi-dasrulda-265700332.html
საქართველოში შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა
საქართველოში შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა
Sputnik საქართველო
არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, განაცხადეს ცესკოში
2022-04-02T20:58+0400
2022-04-02T20:58+0400
2022-04-04T12:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121224_0:53:1280:773_1920x0_80_0_0_5573d6c68f0a70f785d83a80ebacbc37.jpg
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08% შეადგინა. ბათუმში აქტივობამ ამ დროისთვის 40,7% შეადგინა, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 22,8%.დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენში რუსთავსა და გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი: მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, ირაკლი შატაკიშვილი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტიიდან“.ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებზე ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატი იყო: ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 139.989 ამომრჩეველს შეეძლო, ხოლო ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - 20.635-ს.არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121224_106:0:1245:854_1920x0_80_0_0_3b70b6de9382fd29df9ee0c8ad4263a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო შუალედური არჩევნები კენჭისყრა პროცესი დასრულება
საქართველო შუალედური არჩევნები კენჭისყრა პროცესი დასრულება
საქართველოში შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა
20:58 02.04.2022 (განახლებულია: 12:48 04.04.2022) არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, განაცხადეს ცესკოში
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08% შეადგინა. ბათუმში აქტივობამ ამ დროისთვის 40,7% შეადგინა, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 22,8%.
დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.
საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენში რუსთავსა და გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი: მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, ირაკლი შატაკიშვილი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტიიდან“.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებზე ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატი იყო: ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 139.989 ამომრჩეველს შეეძლო, ხოლო ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - 20.635-ს.
არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.