https://sputnik-georgia.com/20220402/saqartvelos-uzbeki-blogerebi-da-fotografebi-estumrnen-265692503.html
საქართველოს უზბეკი ბლოგერები და ფოტოგრაფები ესტუმრნენ
საქართველოს უზბეკი ბლოგერები და ფოტოგრაფები ესტუმრნენ
Sputnik საქართველო
ბლოგერებმა უკვე მოინახულეს თბილისი და მცხეთა. მათ მიერ საქართველოში გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალებს სოციალურ ქსელებში ათიათასობით ადამიანი იხილავს.
2022-04-02T15:00+0400
2022-04-02T15:00+0400
2022-04-02T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0d/251448927_0:0:3085:1736_1920x0_80_0_0_5220dba141720e7dab2cd52a6727068a.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველო უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში 11 პრეს-ტურის წარმომადგენელი იმყოფება, რომლებმაც უკვე დაათვალიერეს თბილისი და მცხეთა. ბლოგერები ასევე ეწვევიან ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას, რის შემდეგაც აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ.როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურის მიმდინარეობისას ძირითადი აქცენტი ქართულ ტრადიციებსა და კულტურებზე გაკეთდება.საქართველოში მყოფი ერთ-ერთი უზბეკი ბლოგერი აღნიშნავს, რომ საქართველოში მან სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილი „მასტერ-კლასი“ იხილა.„საქართველო ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი ბუნება გაქვთ, ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან მომეწონა თბილისი. მინდა გითხრათ, რომ უზბეკები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილ მასტერკლასს დავესწარით“, - აცხადებს ბლოგერი ხფის უსუფოვი.პრეს-ტურის მონაწილეები ასევე მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან. ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში ატვირთავენ საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომლებსაც ათობით ათასი მომხმარებელი იხილავს.წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0d/251448927_354:0:3085:2048_1920x0_80_0_0_eaf08ff0176ce83377aaa4f53097ecd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უზბეკი ბლოგერები ფოტოგრაფები ტურიზმი
საქართველო უზბეკი ბლოგერები ფოტოგრაფები ტურიზმი
საქართველოს უზბეკი ბლოგერები და ფოტოგრაფები ესტუმრნენ
ბლოგერებმა უკვე მოინახულეს თბილისი და მცხეთა. მათ მიერ საქართველოში გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალებს სოციალურ ქსელებში ათიათასობით ადამიანი იხილავს.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველო უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში 11 პრეს-ტურის წარმომადგენელი იმყოფება, რომლებმაც უკვე დაათვალიერეს თბილისი და მცხეთა. ბლოგერები ასევე ეწვევიან ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას, რის შემდეგაც აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურის მიმდინარეობისას ძირითადი აქცენტი ქართულ ტრადიციებსა და კულტურებზე გაკეთდება.
„ტურის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ათვალიერებენ. ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და კულტურაზე გაკეთდება. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.
საქართველოში მყოფი ერთ-ერთი უზბეკი ბლოგერი აღნიშნავს, რომ საქართველოში მან სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილი „მასტერ-კლასი“ იხილა.
„საქართველო ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი ბუნება გაქვთ, ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან მომეწონა თბილისი. მინდა გითხრათ, რომ უზბეკები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილ მასტერკლასს დავესწარით“, - აცხადებს ბლოგერი ხფის უსუფოვი.
პრეს-ტურის მონაწილეები ასევე მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან. ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში ატვირთავენ საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომლებსაც ათობით ათასი მომხმარებელი იხილავს.