მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმათეუშ მორავეცკი
მათეუშ მორავეცკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
ამის დასტურია რუბლის გაცვლითი კურსი, რომელმაც მკვეთრი ვარდნის შემდეგ ზრდა დაიწყო, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
მისი თქმით, ამას ადასტურებს რუბლის კურსი, რომელიც თებერვლის ბოლოს მკვეთრი ვარდნის შემდეგ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დამყარდა.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ქმედებებმა ისე ვერ იმუშავა, როგორც ლიდერებს (დასავლეთის ქვეყნების - რედ.) სურდათ“, - ციტირებს მის სიტყვებს РИА Новости.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0