https://sputnik-georgia.com/20220402/did-diromsi-transportis-mozraoba-otxi-tvit-izrudeba-265693355.html
დიდ დიღომში ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი თვით იზღუდება
დიდ დიღომში ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი თვით იზღუდება
Sputnik საქართველო
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაადგილებაზე შეზღუდვა ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
2022-04-02T14:00+0400
2022-04-02T14:00+0400
2022-04-02T14:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250280420_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_af8e6c1e9328412d6fc5ad70364e505c.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თბილისში, დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩაზე 4 აპრილიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.მერიის ცნობით, სამუშაოების მსვლელობისას მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე შეზღუდვა 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს.მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.ასევე სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება 4 ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე.აღსანიშნავია, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250280420_240:323:1089:960_1920x0_80_0_0_7abba0f5ec3be0352c730171062ae4cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი დიღომი ტრანსპორტი მოძრაობა ოთხი თვე შეზღუდვა
დიდი დიღომი ტრანსპორტი მოძრაობა ოთხი თვე შეზღუდვა
დიდ დიღომში ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი თვით იზღუდება
14:00 02.04.2022 (განახლებულია: 14:27 02.04.2022) დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაადგილებაზე შეზღუდვა ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თბილისში, დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩაზე 4 აპრილიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
მერიის ცნობით, სამუშაოების მსვლელობისას მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე შეზღუდვა 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.
ასევე სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება 4 ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე.
აღსანიშნავია, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს.