https://sputnik-georgia.com/20220402/axali-napralebi-vaslijvris-ferdze-rogori-vitarebaa-mewyrul-zonasi-265698317.html
ახალი ნაპრალები ვაშლიჯვრის ფერდზე - როგორი ვითარებაა მეწყრულ ზონაში
ახალი ნაპრალები ვაშლიჯვრის ფერდზე - როგორი ვითარებაა მეწყრულ ზონაში
Sputnik საქართველო
მეწყრული ფერდი ვაშლიჯვარში მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ცვლილებები არ შეინიშნება, განმარტეს მერიაში.
2022-04-02T17:59+0400
2022-04-02T17:59+0400
2022-04-02T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251207493_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_1cce4521e559551f072ea3a63b30a594.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თბილისში მეწყრულ ზონაში - მაჭავარიანის ქუჩაზე - ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ კვლავ ნაპრალები გაჩნდა, ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ავრცელებს.როგორც გოდოლაძე განმარტავს, წერტილოვნად ჩატარებული გამაგრებული სამუშაოები პრობლემას ვერ მოაგვარებს.აღნიშნულ საკითხს თავის მხრივ წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში. უწყებაში განაცხადეს, რომ ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე არის მხოლოდ ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული და თოვლისა და წვიმის გამო გადაირეცხა, რაც პერიოდულ შევსებას საჭიროებს.მერიის ცნობით, მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის.გასული წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე.მეწყრულ ზონაში – მაჭავარიანის ქუჩაზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251207493_165:0:2834:2002_1920x0_80_0_0_6fedf55bf8d0dcb9dd2a9f0507d6047c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნაპრალები ვაშლიჯვარი ფერდი ვითარება მეწყერი ზონა
ნაპრალები ვაშლიჯვარი ფერდი ვითარება მეწყერი ზონა
ახალი ნაპრალები ვაშლიჯვრის ფერდზე - როგორი ვითარებაა მეწყრულ ზონაში
17:59 02.04.2022 (განახლებულია: 18:00 02.04.2022) მეწყრული ფერდი ვაშლიჯვარში მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ცვლილებები არ შეინიშნება, განმარტეს მერიაში.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თბილისში მეწყრულ ზონაში - მაჭავარიანის ქუჩაზე - ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ კვლავ ნაპრალები გაჩნდა, ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ავრცელებს.
როგორც გოდოლაძე განმარტავს, წერტილოვნად ჩატარებული გამაგრებული სამუშაოები პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„რეალურად არანაირი კომპლექსური მონიტორინგი და კვლევა არ არსებობს“, - აცხადებს გოდოლაძემ.
აღნიშნულ საკითხს თავის მხრივ წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში. უწყებაში განაცხადეს, რომ ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე არის მხოლოდ ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული და თოვლისა და წვიმის გამო გადაირეცხა, რაც პერიოდულ შევსებას საჭიროებს.
მერიის ცნობით, მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის.
გასული წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე.
მეწყრულ ზონაში – მაჭავარიანის ქუჩაზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.