https://sputnik-georgia.com/20220402/arcevnebi-batumsi-oponentebma-ertmaneti-darrvevebsi-daadanasaules-265696958.html
არჩევნები ბათუმში: ოპონენტებმა ერთმანეთი დარღვევებში დაადანაშაულეს
არჩევნები ბათუმში: ოპონენტებმა ერთმანეთი დარღვევებში დაადანაშაულეს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი ხელისუფლების - ამომრჩევლებზე ზეწოლაში
2022-04-02T17:04+0400
2022-04-02T17:04+0400
2022-04-02T17:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბათუმი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/08/265056993_0:309:3092:2048_1920x0_80_0_0_df04ec96aa86141823d4c7bf4269a259.jpg
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბათუმში შუალედური არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს - ოპონენტებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს.ბათუმში ამომრჩევლები საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ამ არჩევნებით დადგინდება, ვის ექნება უმრავლესობა საკრებულოში - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ თუ ოპოზიციას.ბათუმის საკრებულოს მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - რამაზ ჯინჭარაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათე ფუტკარაძე მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.თავის მხრივ, „ნაცმოძრაობაში“ ხელისუფლება ამომრჩეველთა დაშინებაში დაადანაშაულეს.„ქართული ოცნება“ აკეთებს იგივეს, რასაც ყველა არჩევნებზე - ქუჩის კულტურის წარმომადგენლების დახმარებით ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე, პოლიცია კი დუმს, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ.ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება20.635-ს ამომრჩეველს შეუძლია. 12 საათისთვის ამომრჩეველთა 18,8%-მა არჩევანი უკვე დააფიქსირა.არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/08/265056993_361:0:3092:2048_1920x0_80_0_0_a0244d6f79f7aa640da55564bb3a8047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არჩევნები ბათუმი ოპონენტები დარღვევები ურთიერთბრალდებები
არჩევნები ბათუმი ოპონენტები დარღვევები ურთიერთბრალდებები
არჩევნები ბათუმში: ოპონენტებმა ერთმანეთი დარღვევებში დაადანაშაულეს
17:04 02.04.2022 (განახლებულია: 17:05 02.04.2022) ხელისუფლება ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი ხელისუფლების - ამომრჩევლებზე ზეწოლაში
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბათუმში შუალედური არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს - ოპონენტებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს.
ბათუმში ამომრჩევლები საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ამ არჩევნებით დადგინდება, ვის ექნება უმრავლესობა საკრებულოში - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ თუ ოპოზიციას.
ბათუმის საკრებულოს მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - რამაზ ჯინჭარაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათე ფუტკარაძე მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„ნაციონალურ მოძრაობა“, „ლელო“ და მათი თანამოძმეები წინასწარ არიან შეგუებულები, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. მიზანი აქვთ წინასწარ, უსაფუძვლო ალიბების შექმნა, თუ რატომ წააგებენ არჩევნებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ლადო მგალობლიშვილმა.
თავის მხრივ, „ნაცმოძრაობაში“ ხელისუფლება ამომრჩეველთა დაშინებაში დაადანაშაულეს.
„ქართული ოცნება“ აკეთებს იგივეს, რასაც ყველა არჩევნებზე - ქუჩის კულტურის წარმომადგენლების დახმარებით ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე, პოლიცია კი დუმს, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ.
ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება20.635-ს ამომრჩეველს შეუძლია. 12 საათისთვის ამომრჩეველთა 18,8%-მა არჩევანი უკვე დააფიქსირა.
არჩევნებს აკვირდება 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებს 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.