https://sputnik-georgia.com/20220401/tbilissi-autisti-bavsvebis-gamofena-gaixsneba-265684072.html
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გამოფენა გაიხსნება
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გამოფენა გაიხსნება
Sputnik საქართველო
2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T21:58+0400
2022-04-01T21:58+0400
2022-04-01T23:16+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/45/248384535_0:53:1100:672_1920x0_80_0_0_93f1822d73130ab16aedb59b88268432.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში ხვალ, 2 აპრილს, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა. 2008 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება.გამოფენა შაბათს, 14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის 26 მაისის სახელობის დარბაზში გაიხსენება და ერთი კვირას გასტანს.გახსნას დაესწრებიან დაავადებათა კოტროლისა და ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლები, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშთა მშობლები და ბავშვები, სამოქალაქო საზოგადეოების წარმომადგენლები, დაინტერესებული ადამიანები.აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსებას ზრდის>>ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/45/248384535_66:0:1034:726_1920x0_80_0_0_a245d82956b44e4d48ca7539263ef4e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გამოფენა გაიხსნება
21:58 01.04.2022 (განახლებულია: 23:16 01.04.2022) 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში ხვალ, 2 აპრილს, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა. 2008 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება.
გამოფენა შაბათს, 14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის 26 მაისის სახელობის დარბაზში გაიხსენება და ერთი კვირას გასტანს.
გახსნას დაესწრებიან დაავადებათა კოტროლისა და ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლები, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშთა მშობლები და ბავშვები, სამოქალაქო საზოგადეოების წარმომადგენლები, დაინტერესებული ადამიანები.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.