https://sputnik-georgia.com/20220401/saqartvelos-ekonomikis-agdgena-grdzeldeba-bolo-monacemebi-265661880.html
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება - ბოლო მონაცემები
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
2022 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T10:22+0400
2022-04-01T10:22+0400
2022-04-01T16:11+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262034548_0:36:2039:1183_1920x0_80_0_0_84346b0d87fef2873b2b59ecd6a1e1b2.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14,6% შეადგინა, ხოლო იანვარი–თებერვალში საშუალო მაჩვენებელმა 16,3% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.2022 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში – გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში. ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, მიუხედავად იანვარი–თებერვალში ეკონომიკის ორნიშნა ზრდისა, საქართველოს მოუწევს გარკვეული დროით ამ ტემპებთან გამომშვიდობება. უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკვე მარტის მაჩვენებლებზე აისახება.„მიმდინარე წლის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე 2-2,5 პროცენტული პუნქტით დაბალი იქნება. თუმცა, ეს არის წინასწარი შეფასება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რამდენად იქნება ამაში ჩართული იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებთანაც საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს“, – განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.
https://sputnik-georgia.com/20220331/xalxs-qamrebis-mowera-mouwevs-qartveli-eqsperti-monetaruli-politikis-gamkacrebaze-265660086.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262034548_196:0:1955:1319_1920x0_80_0_0_367370aab504e3b888b0861b48fe3689.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება - ბოლო მონაცემები
10:22 01.04.2022 (განახლებულია: 16:11 01.04.2022) 2022 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14,6% შეადგინა, ხოლო იანვარი–თებერვალში საშუალო მაჩვენებელმა 16,3% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2022 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში – გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, მიუხედავად იანვარი–თებერვალში ეკონომიკის ორნიშნა ზრდისა, საქართველოს მოუწევს გარკვეული დროით ამ ტემპებთან გამომშვიდობება. უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკვე მარტის მაჩვენებლებზე აისახება.
„მიმდინარე წლის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე 2-2,5 პროცენტული პუნქტით დაბალი იქნება. თუმცა, ეს არის წინასწარი შეფასება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რამდენად იქნება ამაში ჩართული იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებთანაც საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს“, – განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.