თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი
საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველმა მიმალვა შეძლო.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი ფილიალიდან ნიღბიანმა მამაკაცმა თანხა გაიტაცა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მძარცველი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და ისმოდა სროლის ხმაც.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: რუსთავი2
ყველა ახალი ამბავი
0