საქართველო და სსფ დახმარების სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ

© AP Photo / Andrew Harnikსსფ ვაშინგტონში
სსფ ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
პროგრამის განხორციელების დაწყებისთვის ის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის მიღწეულია შეთანხმება ქვეყნის დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამის შესახებ.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
ახალი შეთანხმების თანახმად, გადარიცხვები პროგრამის მიხედვით შეადგენს 289 მლნ დოლარს (210 მლნ SDR). ეს თანხა საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის 100%-ია, ნათქვამია სსფ-ის განცხადებაში.
ახალი სამწლიანი პროგრამა დაემხარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.
პროგრამის განხორციელება რომ დაიწყოს, ის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა მაისისთვის არის დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0