https://sputnik-georgia.com/20220401/kobaxidze-saakashvilis-gatavisupleba-regionshi-situacias-gaamwvavebs-265678826.html
კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლება რეგიონში სიტუაციას გაამწვავებს
კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლება რეგიონში სიტუაციას გაამწვავებს
Sputnik საქართველო
ამ შემთხვევაში ვითარება დაიძაბება როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, განაცხადა პოლიტიკოსმა. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T18:50+0400
2022-04-01T18:50+0400
2022-04-01T22:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თუ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მაშინ რეგიონში სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციონერები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ მისი გადაწყვეტილების გამო – არ შეუერთდნენ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მმართველი პარტია თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ სანქციებზე შეერთებით, პირველ რიგში, თავად საქართველო დაზარალდება. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.ამ რთულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს სააკაშვილის გათავისუფლებას, რადგანაც ეს ადამიანი ციხის გარეთ აუცილებლად გახდება დამატებითი პრობლემა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის, აღნიშნა მან.„ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია („ნაცმოძრაობა“) და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გათავისუფლდება, ეცდებიან კიდევ უფრო გაორმაგებული ძალისხმევით აწარმოონ ომის კამპანია და ქვეყანაში დამატებითი პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ დამატებითი საფრთხეებისგან უნდა დავიცვათ როგორც საქართველო, ისე უკრაინა“, – განაცხადა კობახიძემ.სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლება რეგიონში სიტუაციას გაამწვავებს
18:50 01.04.2022 (განახლებულია: 22:28 01.04.2022) ამ შემთხვევაში ვითარება დაიძაბება როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თუ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მაშინ რეგიონში სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციონერები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ მისი გადაწყვეტილების გამო – არ შეუერთდნენ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მმართველი პარტია თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ სანქციებზე შეერთებით, პირველ რიგში, თავად საქართველო დაზარალდება. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოს რთული რეგიონული ფონი აქვს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ იგი (სააკაშვილი) გათავისუფლდება. მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ხომ სიტუაციის გამწვავება იყო... და ახლა მისი გათავისუფლების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ვითარების დაძაბვა, ამ შემთხვევაში ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ რთულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს სააკაშვილის გათავისუფლებას, რადგანაც ეს ადამიანი ციხის გარეთ აუცილებლად გახდება დამატებითი პრობლემა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის, აღნიშნა მან.
„ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია („ნაცმოძრაობა“) და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გათავისუფლდება, ეცდებიან კიდევ უფრო გაორმაგებული ძალისხმევით აწარმოონ ომის კამპანია და ქვეყანაში დამატებითი პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ დამატებითი საფრთხეებისგან უნდა დავიცვათ როგორც საქართველო, ისე უკრაინა“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.