ჩატარდა კენჭისყრა ფეხბურთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ნაწილზე

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი ჩემპიონატისთვის ემზადება
კატარი ჩემპიონატისთვის ემზადება - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან კატარისა და ეკვადორის ნაკრებები.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. დოჰაში (კატარი) ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა.
კატარის მუნდიალის კიდევ სამი მონაწილე მოგვიანებით, ევროპისა და კონტინენტთაშორისი მატჩების შედეგებით გაირკვევა.
2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური სტადიის ჯგუფების შემადგენლობა:
ჯგუფი А: კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდი
ჯგუფი B: ინგლისი, ირანი, აშშ, უკრაინა/შოტლანდია/უელსი
ჯგუფი С: არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი
ჯგუფი D: საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები/ავსტრალია/პერუ, დანია, ტუნისი
ჯგუფი E: ესპანეთი, კოსტა-რიკა/ახალი ზელანდია, გერმანია, იაპონია
ჯგუფი F: ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია
ჯგუფი G: ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი
ჯგუფი H: პორტუგალია, ურუგვაი, სამხრეთ კორეა, განა.
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კატარისა და ეკვადორის ნაკრებები.
კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0