Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 407-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.648.653-ს მიაღწია.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 407 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 194 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 49, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 32, გურია – 32, კახეთი – 28, ქვემო ქართლი – 19, აჭარა – 15, შიდა ქართლი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.303 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.626.296-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
პლუს 407: 1 აპრილის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.748-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.583 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 524 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 277 იმერეთში – 100, აჭარაში – 36.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 16.
5.059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 407-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.648.653-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0