ემუქრება ნაციონალიზაცია: ზელენსკის ყირიმში მდებარე ბინას ართმევენ

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშივოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ყირიმში უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების კუთვნილი ქონების სიაში, რომელიც ნაციონალიზაციას ექვემდებარება, შევა ვოლოდიმირ ზელენსკის კუთვნილი უძრავი ქონებაც, იუწყება სააგენტო РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია უკრაინის პრეზიდენტის ბინაზე, რომელიც იალტის მახლობლად, დაბა ლივადიაში მდებარეობს.
როგორც რეგიონის მთავრობაში არსებული წყარო აცხადებს, ნაციონალიზაციას დაქვემდებარებული ქონების სია, რომელშიც ზელენსკის ბინაც შევა, ამ კვირაში იქნება მზად, რის შემდეგაც შესაბამის გადაწყვეტილებას ყირიმის პარლამენტი მიიღებს.
მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში რუსეთისა და მისი რეზიდენტების კუთვნილი ობიექტების „იძულებით ჩამორთმევის“ შესახებ. გარდა ამისა, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქონება ჩამოერთვათ „რუს პროპაგანდისტებსაც“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ ვისზე იყო საუბარი.
ყველა ახალი ამბავი
0