„მოძებნეთ სხვა სამსახური" - ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია

© REUTERS / UKRAINIAN PRESIDENT OFFICEვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია ასევე მაროკოდან.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში საქართველოდან ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევის შესახებ განაცხადა.
მიზეზი დიპლომატის არაპროდუქტიული მუშაობაა, რადგანაც თბილისი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, აღნიშნა ზელენსკიმ.

„არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, უკრაინის ასეთი ელჩი გამოვიწვიო მაროკოდან. ასევე მივიღე გადაწყვეტილება დავაბრუნო ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, მოძებნეთ სხვა სამსახური“, – ციტირებს РИА Новости ზელენსკის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იგი „უახლოეს მომავალში შედეგებს ელის" სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0