https://sputnik-georgia.com/20220331/wiaturasi-12-saxli-dazianda-niadagis-cavardnis-gamo-265652162.html
ჭიათურაში ნიადაგის ჩავარდნის გამო 12 სახლი დაზიანდა
ჭიათურაში ნიადაგის ჩავარდნის გამო 12 სახლი დაზიანდა
Sputnik საქართველო
დაზარალებული ოჯახები სახელმწიფომ უკვე გაიყვანა ქირით. 31.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-31T18:34+0400
2022-03-31T18:34+0400
2022-03-31T22:33+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24528/57/245285771_0:105:1111:729_1920x0_80_0_0_0314352704830f7ec84f55e921c0de02.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ნიადაგის ჩავარდნის გამო 12 სახლი დაზიანდა.მომხდარის შედეგად სოფელ ითხვისში, ე.წ. მახათაძეების უბანში მნიშვნელოვნად დაზიანდა 12 სახლი. შენობების დაზიანებას ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებენ.ადგილზე არსებულ ვითარებას ჭიათურის მერთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.როგორც შალამბერიძემ განაცხადა, დაზიანებული სახლების მცხოვრებლებს სახელმწიფომ უკვე უქირავა ბინები.სოფელ ითხვისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმაც“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია აქტიურად არის ჩართული სოფელ ითხვისში პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესწავლა–დადგენასა და მისი ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიებაში.კომპანია ამტკიცებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს.ადგილზე მუშაობა დაიწყო გეოლოგების ჯგუფმა. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24528/57/245285771_0:0:1111:833_1920x0_80_0_0_4408a8adbc9204a19c4c5da331a7bbe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, იმერეთი
შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, იმერეთი
ჭიათურაში ნიადაგის ჩავარდნის გამო 12 სახლი დაზიანდა
18:34 31.03.2022 (განახლებულია: 22:33 31.03.2022) დაზარალებული ოჯახები სახელმწიფომ უკვე გაიყვანა ქირით.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ნიადაგის ჩავარდნის გამო 12 სახლი დაზიანდა.
მომხდარის შედეგად სოფელ ითხვისში, ე.წ. მახათაძეების უბანში მნიშვნელოვნად დაზიანდა 12 სახლი. შენობების დაზიანებას ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებენ.
ადგილზე არსებულ ვითარებას ჭიათურის მერთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.
როგორც შალამბერიძემ განაცხადა, დაზიანებული სახლების მცხოვრებლებს სახელმწიფომ უკვე უქირავა ბინები.
„მათთვის ნაქირავებია სახლები როგორც სოფლებში სხვადასხვა ადგილზე, ასევე ქალაქ ჭიათურაში. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ ოჯახს სიცოცხლისთვის რაიმე საშიშროება ემუქრება, თავისთავად სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად და გავიყვანთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება ექნება“, – განაცხადა რწმუნებულმა.
სოფელ ითხვისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმაც“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია აქტიურად არის ჩართული სოფელ ითხვისში პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესწავლა–დადგენასა და მისი ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიებაში.
კომპანია ამტკიცებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს.
„მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ძველი, 1980-90-იან წლებში წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია. კომპანია დაინტერესებულია – სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნოს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სოფელ ითხვისში მოსახლეობის დაზარალება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მუშაობა დაიწყო გეოლოგების ჯგუფმა. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.