თბილისში იგორ სტრავინსკის მუსიკა აჟღერდება

© photo: Sputnikჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
კახიძის ცენტრში ორი კომპოზიტორის უკვდავი მუსიკა აჟღერდება.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 8 აპრილს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საღამოზე წარდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე) და ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ნათია გოგუაძე).
© International Music Festival "Autumn Tbilisi"ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
Музыкально-культурный центр имени Джансуга Кахидзе   - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით შესრულდება იგორ სტრავინსკის ბალეტი „აპოლონ მუსაგეტი“ და ფრანსის პულენკის „სტაბატ მატერი“ (Stabat mater) სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
სოპრანოს პარტიას შეასრულებს მარიამ ფირცხალაიშვილი.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0