თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის რკინიგზის სადგური
თბილისის რკინიგზის სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
დამატებითი რეისები მგზავრებს სამი დღის განმავლობაში მოემსახურება.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზა" 1, 2 და 3 აპრილს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 07:00 საათზე გავა, ბათუმიდან კი დედაქალაქის მიმართულებით – 14:10 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0