შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისში მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
შემთხვევა შარტავას ქუჩაზე, 62-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარებამ არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0