რა როლი აქვს საქართველოს ჩრდილოეთი-სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანში

© photo: Sputnik / Stringerჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
რუსი ექსპერტის აზრით, ენერგოხიდი რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანის პროექტი ყველა მონაწილისთვის მომგებიანია.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთს ენერგოხიდის პროექტის მეშვეობით შეუძლიათ მონაწილეობა ირანში ელექტროენერგიის ექსპორტში რუსეთთან ერთად, განაცხადა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ბორის მარცინკევიჩმა ვიდეოხიდის მსვლელობისას Sputnik-ის საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
მარცინკევიჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ენერგეტიკის სამინისტროების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის გააქტიურება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ენერგოხიდის პროექტი.

„ირანის ჩრდილოეთი ენერგოდეფიციტურია, და ისლამური რესპუბლიკისთვის მომგებიანია არა გენერირებადი სიმძლავრეების აშენება, არამედ იმპორტის საფუძველზე მიღება. ამასთან ამ მიწოდებაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოსა და სომხეთის გენერირებად სიმძლავრეებს“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, ენერგოხიდის პროექტი რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანი ყველა მონაწილისთვის არის მომგებიანი.
„იქ წმინდა ტექნიკური პრობლემაა. გასულ წლებში სომხეთმა მოახდინა თავისი ენერგოსისტემის ირანთან სინქრონიზება, შესაბამისად, ელექტროენერგიის გაცვლისთვის საქართველოსა და სომხეთს შორის გამოიყენება მუდმივი დენის ჩანართები. და სწორედ ამ ყველა პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის არცთუ აქტიურ ფაზაში იყო“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მარცინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის, მიუხედავად პოლიტიკური ვითარებისა, პრობლემები ენერგეტიკულ დარგში არასდროს შექმნილა. მან იმედი გამოთქვა, რომ ენერგეტიკა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი გახდება.
ელექტროენერგეტიკული დერეფნის „ჩრდილოეთი–სამხრეთი“ პროექტის სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. მაშინ მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის ნაკადების მართვის დონის ამაღლებას, ენერგოსისტემების უსაფრთხოებასა და საიმედოობას.
რუსეთმა, სომხეთმა, საქართველომ და ირანმა 2016 წლის აპრილში ოთხი ქვეყნის ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობის მოსამზადებელ „საგზაო რუკასა“ და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტის ასამოქმედებლად სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0