https://sputnik-georgia.com/20220331/samugia-fasebis-globaluri-zrdis-fonze-saqartvelom-adgilobrivi-warmoeba-unda-gazardos-265656270.html
შამუგია: ფასების გლობალური ზრდის ფონზე საქართველომ ადგილობრივი წარმოება უნდა განავითაროს
შამუგია: ფასების გლობალური ზრდის ფონზე საქართველომ ადგილობრივი წარმოება უნდა განავითაროს
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე ქვეყანას პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს და არც შეფერხებებია მოსალოდნელი, განაცხადა მინისტრმა.
2022-03-31T19:36+0400
2022-03-31T19:36+0400
2022-03-31T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23928/35/239283579_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f1aa5f323687d1bb88718520f01521ba.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების წარმოება, რაც ქვეყნის თვითუზრუნველყოფას გაზრდის, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის თებერვალში 13,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს).ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოწოდებებთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემები არ არის.„იმპორტიორებისგან მოწოდებული ინფორმაციით ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე პროდუქტების მომარაგების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც ველოდებით, რომ რაიმე შეფერხებები გვქონდეს", – განაცხადა მინისტრმა.საქართველოს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ მარტის შუა რიცხვებში სურსათზე ფასების ზრდა ივარაუდა, ვინაიდან საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.მისი თქმით, ფასებზე გავლენას მოახდენს როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის და საწვავის იმპორტის ფასები.გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად საქართველოს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსეთიდან იმ საერთაშორისო საწარმოების შესაძლო გასვლა დაასახელა, რომლებიც პროდუქციას მეზობელი რეგიონებისთვის აწარმოებდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23928/35/239283579_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_ba7e12c59c6dddfcba7c8d014d82644b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოთარ შამუგია ფასები ზრდა საქართველო წარმოება განვითარება ზრდა
ოთარ შამუგია ფასები ზრდა საქართველო წარმოება განვითარება ზრდა
შამუგია: ფასების გლობალური ზრდის ფონზე საქართველომ ადგილობრივი წარმოება უნდა განავითაროს
19:36 31.03.2022 (განახლებულია: 22:54 31.03.2022) ამ ეტაპზე ქვეყანას პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს და არც შეფერხებებია მოსალოდნელი, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების წარმოება, რაც ქვეყნის თვითუზრუნველყოფას გაზრდის, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის თებერვალში 13,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს).
„ჩვენ ვერ ვიქნებით, სამწუხაროდ, გამონაკლისი, ვინაიდან დიდწილად ბევრ პროდუქტებთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ამიტომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების წარმოების ზრდას და გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფა, და ამისთვის ვახორციელებთ კიდეც პროგრამებს", – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოწოდებებთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემები არ არის.
„იმპორტიორებისგან მოწოდებული ინფორმაციით ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე პროდუქტების მომარაგების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც ველოდებით, რომ რაიმე შეფერხებები გვქონდეს", – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ მარტის შუა რიცხვებში სურსათზე ფასების ზრდა ივარაუდა, ვინაიდან საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, ფასებზე გავლენას მოახდენს როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის და საწვავის იმპორტის ფასები.
გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად საქართველოს იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსეთიდან იმ საერთაშორისო საწარმოების შესაძლო გასვლა დაასახელა, რომლებიც პროდუქციას მეზობელი რეგიონებისთვის აწარმოებდნენ.