საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის ვადებს დაუწესებენ? ახალი ინიციატივა

© photo: Sputnikდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიციატივა წარადგინა.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. კანონპროექტის ავტორია ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრი თორნიკე ართმელაძე.

„სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ საქმის განხილვას. აუცილებელია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დროულად, რადგანაც მოქალაქეებს ლოგიკურ ვადაში შეეძლოთ თავიანთი სადავო უფლებების აღდგენა“, – განაცხადა პარლამენტის ექს-სპიკერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ხდება ფიქცია და ის ვერ ჩაითვლება სათანადოდ განხორციელებულად.
„მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი ცვლილებაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონის მოქმედი რედაქციით, სასამართლოსთვის დადგენილია მხოლოდ საქმის განხილვის და არა გადაწყვეტილების გამოტანის ვადა.
„სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას... როგორც წესი, ეს ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე, ან ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მთავრობის ინტერესი იკვეთება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის უმაღლესი დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოა, რომელიც განიხილავს კანონებისა და ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობას. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო ამა თუ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში იგი ძალადაკარგულად ითვლება.
ყველა ახალი ამბავი
0