ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

© Government of Georgiaღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკო.
გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს ის დაუდგენელ ვითარებაში სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა.
გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის მის ოჯახს არ სჯერა. 2015 წელს პროკურატურამ გამოძიება „მკვლელობის“ მუხლით განაახლა.
გამსახურდიას სახელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობიდან გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი.
ყველა ახალი ამბავი
0