https://sputnik-georgia.com/20220331/prokuraturam-5-pirs-brali-warudgina-265651592.html
პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს. 31.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-31T18:17+0400
2022-03-31T18:17+0400
2022-03-31T22:26+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696092_0:418:2812:1999_1920x0_80_0_0_da4359bbd96f9d12530a473dd9a35ba8.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.გამოძიების ცნობით, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე აღნიშნულმა პირებმა აქციის მონაწილე სამი ადამიანი სცემეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინციდენტი ქობულეთში 22 მარტს მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსვლელობას „კონსერვატიული მოძრაობის“ მომხრეები შეუერთდნენ. ვითარების განმუხტვას პოლიცია შეეცადა.პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696092_0:359:2250:2047_1920x0_80_0_0_b703fd9f1da58dc7edbee0cdd4086703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
18:17 31.03.2022 (განახლებულია: 22:26 31.03.2022) პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე აღნიშნულმა პირებმა აქციის მონაწილე სამი ადამიანი სცემეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინციდენტი ქობულეთში 22 მარტს მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსვლელობას „კონსერვატიული მოძრაობის“ მომხრეები შეუერთდნენ. ვითარების განმუხტვას პოლიცია შეეცადა.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა.