ყაზახეთიდან საქართველოს გავლით მეტი ნავთობი გადაიზიდება

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშინავთობის გადაზიდვა რკინიგზით
ნავთობის გადაზიდვა რკინიგზით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
საქართველო და ყაზახეთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ყაზახეთიდან დამატებით 2 მლნ ტონა ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტები გაივლის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ყაზახეთის მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ნავთობის და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვის შესახებ.

„2022-2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება“, – თქვა გურამ გურამიშვილმა.

„საქართველოს რკინიგზა“ ასევე აქტიურად მუშაობს მშრალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებითაც.
„რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებით ტრანსპორტირებული ტვირთების სტატისტიკური მონაცემების შედარების შედეგად ცხადი ხდება, რომ პანდემიის მიუხედავად ეს მაჩვენებელი ზრდის დინამიკით ხასიათდება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა გურამიშვილმა.
S&P-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო პროგნოზი გააუმჯობესა>>
2021 წელს რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 10,2 მილიონი ტონა, რაც 2020 წელთან შედარებით 11,3%-ით მეტია. 2021 წელს BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 20.492 TEU, რაც 2020 წელთან შედარებით 95,7%-ით მეტია. ამასთან, 2021 წელს დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10.094 TEU, რაც 2020 წელთან შედარებით 221,6%-ით მეტია.
რაც შეეხება ტვირთბრუნვას, 2022 წლის იანვარი–თებერვლის პერიოდში რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 1,8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,7%-ით მეტია. ამასთან, 2022 წლის იანვარი–თებერვლის პერიოდში BTK-თი გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 4.074 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78,2%-ით მეტია (2.286 TEU).
ყველა ახალი ამბავი
0