მოსაზრება: კიევისთვის იარაღის მიწოდების მიზანი არის ომი „ბოლო უკრაინელამდე“

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
უკრაინა - რუსეთთან აშშ-ისა და ნატოს გეოპოლიტიკური ბრძოლის სახარჯი მასალაა. ამიტომ პრიორიტეტად რჩება კიევის რეჟიმისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება.
ნათელია, ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას ეშინია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დასავლური შეიარაღების თავის ტერიტორიაზე „დემილიტარიზაციის“. სხვა შემთხვევაში რთულია ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის ამასწინანდელი უარის ახსნა, გაუხსნას თავისი საჰაერო სივრცე უკრაინისთვის გამიზნულ სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც დატვირთული იქნება თურქული დრონების Bayraktar TB2-ის ახალი პარტიით.
გაეროს უშიშროების საბჭოს 29 მარტის სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ უკრაინაში DHL-ის მანქანებით გადაჰქონდათ დასავლური იარაღი, ასევე შესანიღბად იყენებდნენ ტრანსპორტს სამედიცინო სიმბოლიკით. ეს დახვეწილ ტროლინგს ჩამოჰგავს: ვიცით, ვხედავთ, ვაკონტროლებთ ლეღვის ფოთოლაფარებულ ატლანტიკურ ძალისხმევას და მზად ვართ, აღვკვეთოთ იარაღის ტრანზიტი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს, გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყოველი მეასე ტანკი და თვითმფრინავი.
დასავლეთის ქვეყნებმა ერთ თვეში უკრაინას 5.000-მდე ერთეული იარაღი მიაწოდეს, მათ შორის, არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო კომპლექსები.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ინფორმაციით, კიევის რეჟიმმა მიიღო 109 საარტილერიო იარაღი, 3.800 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება („ჯაველინი“, „მილანი“, „კონკურსი“, „ენლავი“, „პანცერფაუსტი“, „М-72“), ასევე 897 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი („სტინგერი“, „იგლა“).
მთავარი გადაზიდვის წერტილი იყო პოლონეთის აეროპორტი ჟეშუვი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობს (შემთხვევით არ ჩასულა იქ აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი).
გერმანიამ უკრაინას 2.650 რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი „მატადორი“ (RGW90 Matador) მიაწოდა და მაისის ბოლომდე გეგმავს კიდევ 2.450 ყუმბარმტყორცნის მიწოდებას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის უფრო საშიში იარაღის, „შორი მანძილის საცეცხლე საშუალების“, AS-90 ჰაუბიცის მიწოდების გეგმებზე ისაუბრა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 26 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკების Challenger-ის მიწოდება „არ იმუშავებს“. და დამატებით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების Starstreak-ის მიწოდებას დაჰპირდა, რომლებიც არ გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მახასიათებლებით.
აშშ, თურქეთი და პოლონეთი უხვად ამარაგებენ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით. შეერთებული შტატები უკრაინის გადაიარაღებაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავს და ის ჯერ 27 „საჭურველმტვირთველიდან“ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კიევს საბრძოლო ვერტმფრენებს აწვდის. The Wall Street Journal-ის მონაცემებით, აშშ უკრაინას საბჭოთა წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით ამარაგებს, რომლებიც „საიდუმლოდ შეიძინეს“ ათწლეულების წინ. ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა სასწრაფო დახმარების სახით უკვე გაგზავნეს უკრაინაში საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პარტია – С-300В და С-300П, „ოსა-АКМ, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „სტრელა-3“.
გამოცემა Military Watch წერს, რომ ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და პოლონეთს ჰიპოთეტურად შეუძლიათ კიევისთვის 860 სხვადასხვა მოდიფიკაციის Т-72 ტანკის გადაცემა (ვარშავის ხელშეკრულების მემკვიდრეობა). თუმცა ეს რაოდენობა შეესაბამება უკრაინის ტანკების რაოდენობას 24 თებერვლის მონაცემებით, რომლებიც ერთ თვეში დაიწვა ან ბრძოლის ველზე დარჩა. ამგვარად, დასავლეთიდან მოწოდებული შეიარაღების არც რაოდენობა და არც ხარისხი არ იძლევა „რუსეთის ჯარისთვის ასიმეტრიულად დაპირისპირების“ საშუალებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0