ევროპირველობაზე ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიიაკობ ქაჯაია
იაკობ ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. 1 აპრილიდან კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება, სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
1.
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
2.
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
3.
63 კგ – ლერი აბულაძე
4.
67 კგ – რამაზ ზოიძე
5.
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე
6.
77 კგ – ბექა მამუკაშვილი
7.
82 კგ – გელა ბოლქვაძე
8.
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი
9.
97 კგ – რევაზ ნადარეიშვილი
10.
130 კგ – იაკობ ქაჯაია
აქვე, ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ჯამში ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობაშვილმა იზეიმა.
ყველა ახალი ამბავი
0