https://sputnik-georgia.com/20220331/baidens-svilma-kvlav-seuqmna-problemebi-265653439.html
ჯო ბაიდენს შვილმა ისევ შეუქმნა პრობლემები
ჯო ბაიდენს შვილმა ისევ შეუქმნა პრობლემები
Sputnik საქართველო
ქსენია მელნიკოვა 31.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-31T17:45+0400
2022-03-31T17:45+0400
2022-03-31T22:10+0400
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250301997_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2b37cc99872afe4efdd46c43d0dbd231.jpg
ქსენია მელნიკოვააშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ საგადასახადო გამოძიება მიმდინარეობს. ის ეჭვმიტანილია უკრაინული გაზის კომპანია Burisma-სგან ფულის აღებაში. ეს საქმე წამოწია დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება.მავნე ჩვევები და ფსიქიკური მდგომარეობა„აშშ-ის დელავერის პროკურატურის თანამშრომლებმა გამოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია შემოსავლებზე, რომლებიც (ჰანტერ) ბაიდენმა მიიღო უკრაინული გაზის კომპანია Burisma Holdings Ltd-სგან“, – წერს გაზეთი The Wall Street Journal.„(პროკურორები) ამოწმებენ, დაარღვია თუ არა მან საგადასახადო ან სხვა კანონები, მათ შორის ისინი, რომლებიც არეგულირებს ლობისტურ საქმიანობას უცხო სახელმწიფოთა ინტერესებში და საქმიან ურთიერთობებში უკრაინასთან, ჩინეთთან, ყახაზეთთან და სხვა ქვეყნებთან“, – წერს გამოცემა. ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail წარმოადგინა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი ეხმარებოდა სამედიცინო კომპანია Metabiota-ს აშშ-ის მთავრობისგან მრავალმილიონიანი კონტრაქტების მიღებაში სასიკვდილო პათოგენების კვლევებისთვის.იტყობინებიან, რომ უმცროსმა ბაიდენმა Metabiota დააკავშირა უკრაინის ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-თან. მათ ერთად განახორციელეს „სამეცნიერო პროექტი“, რომელშიც ჩართეს უკრაინაში ბიოდაცვის გაზრდილი დონის ლაბორატორიები.ოჯახურ-ფინანსური სკანდალითავად ჰანტერი ირწმუნებოდა, რომ საქმეებს კანონიერად აწარმოებდა, მათ შორის, პროფესიონალი საგადასახადო კონსულტანტების დახმარების წყალობით.თუმცა მასმედიაში ელვისებურად გავრცელდა უკრაინულ გაზის კომპანია Burisma-სთან დაკავშირებული სკანდალური საქმე. ჰანტერი Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო 2014-2019 წლებში. მაშინ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო და მონაწილეობდა უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებაში.მასმედიას ხელში ჩაუვარდა ჰანტერის საქმიანი პარტნიორის ერიკ შვერინის წერილი, რომელშიც იგი უთითებდა, რომ ჰანტერმა 2014 წლის საგადასახადო დეკლარაციაში არ ჩაწერა 400 ათასი დოლარი, რომელიც Burisma-ში მუშაობისას მიიღო.გამოძიება დაინტერესდა ასევე ჰანტერის თანამშრომლობით ჩინელ პარტნიორებთან. ისინი ეჭვმიტანილი იყვნენ ფულის გათეთრებასა და საგადასახადო დანაშაულებში. ქსელში მოხვდა ჰანტერის კიდევ ერთი პირადი მიმოწერა, საიდანაც გაირკვა, რომ ჩინელი მილიარდერი მას წელიწადში 10 მილიონ დოლარს უხდიდა მნიშვნელოვან კონტაქტებთან წვდომის სანაცვლოდ.ტრამპს სცენაზე დაბრუნება სურსBurisma-ს საქმემ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში თავისი როლი ითამაშა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბაიდენი - მიკერძოებული პოლიტიკოსია და მისი შვილის ინტერესები გავლენას ახდენდა ვაშინგტონის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ. მაგრამ ბაიდენმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. დემოკრატებმა ბრალდებები წარმოაჩინეს, როგორც ტრამპის მცდელობა, ეპოვა კომპრომატი მეტოქეზე. აშშ-ის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა Burisma-ს საქმე ბაიდენისთვის არახელსაყრელი კუთხით გამოეძიებინათ.Burisma-ს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს.ჰანტერ ბაიდენის საქმეზე გამოძიების ახალი გორგალი უკავშირდება 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებას, ფიქრობს პოლიტოლოგი ვიქტორია ჟურავლიოვა.„ეს დონალდ ტრამპის პირადი სათამაშო პარტიაა. ის დღევანდელ სიტუაციას იყენებს. უკრაინა სულ დღის წესრიგშია, ბაიდენს კი ნდობის დაბალი რეიტინგი აქვს... ტრამპი აქტიურად საუბრობს რუსეთსა და ბაიდენზე და ცდილობს სცენაზე დაბრუნებას“, – განმარტავს პოლიტოლოგი.თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს დააზარალებს დემოკრატებს შემოდგომის კონგრესის არჩევნებზე. ფაქტი არ არის, რომ უმცროს ბაიდენს ბრალს წაუყენებენ. შესაბამისად, სიტუაცია უფროს ბაიდენზეც არ იმოქმედებს ძლიერ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250301997_69:0:2800:2048_1920x0_80_0_0_f5e4802061e97982ba728904539a1289.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ საგადასახადო გამოძიება მიმდინარეობს. ის ეჭვმიტანილია უკრაინული გაზის კომპანია Burisma-სგან ფულის აღებაში. ეს საქმე წამოწია დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება.
მავნე ჩვევები და ფსიქიკური მდგომარეობა
„აშშ-ის დელავერის პროკურატურის თანამშრომლებმა გამოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია შემოსავლებზე, რომლებიც (ჰანტერ) ბაიდენმა მიიღო უკრაინული გაზის კომპანია Burisma Holdings Ltd-სგან“, – წერს გაზეთი The Wall Street Journal.
„(პროკურორები) ამოწმებენ, დაარღვია თუ არა მან საგადასახადო ან სხვა კანონები, მათ შორის ისინი, რომლებიც არეგულირებს ლობისტურ საქმიანობას უცხო სახელმწიფოთა ინტერესებში და საქმიან ურთიერთობებში უკრაინასთან, ჩინეთთან, ყახაზეთთან და სხვა ქვეყნებთან“, – წერს გამოცემა. ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail წარმოადგინა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი ეხმარებოდა სამედიცინო კომპანია Metabiota-ს აშშ-ის მთავრობისგან მრავალმილიონიანი კონტრაქტების მიღებაში სასიკვდილო პათოგენების კვლევებისთვის.
იტყობინებიან, რომ უმცროსმა ბაიდენმა Metabiota დააკავშირა უკრაინის ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-თან. მათ ერთად განახორციელეს „სამეცნიერო პროექტი“, რომელშიც ჩართეს უკრაინაში ბიოდაცვის გაზრდილი დონის ლაბორატორიები.
ოჯახურ-ფინანსური სკანდალი
თავად ჰანტერი ირწმუნებოდა, რომ საქმეებს კანონიერად აწარმოებდა, მათ შორის, პროფესიონალი საგადასახადო კონსულტანტების დახმარების წყალობით.
თუმცა მასმედიაში ელვისებურად გავრცელდა უკრაინულ გაზის კომპანია Burisma-სთან დაკავშირებული სკანდალური საქმე. ჰანტერი Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო 2014-2019 წლებში. მაშინ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო და მონაწილეობდა უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებაში.
მასმედიას ხელში ჩაუვარდა ჰანტერის საქმიანი პარტნიორის ერიკ შვერინის წერილი, რომელშიც იგი უთითებდა, რომ ჰანტერმა 2014 წლის საგადასახადო დეკლარაციაში არ ჩაწერა 400 ათასი დოლარი, რომელიც Burisma-ში მუშაობისას მიიღო.
გამოძიება დაინტერესდა ასევე ჰანტერის თანამშრომლობით ჩინელ პარტნიორებთან. ისინი ეჭვმიტანილი იყვნენ ფულის გათეთრებასა და საგადასახადო დანაშაულებში. ქსელში მოხვდა ჰანტერის კიდევ ერთი პირადი მიმოწერა, საიდანაც გაირკვა, რომ ჩინელი მილიარდერი მას წელიწადში 10 მილიონ დოლარს უხდიდა მნიშვნელოვან კონტაქტებთან წვდომის სანაცვლოდ.
ტრამპს სცენაზე დაბრუნება სურს
Burisma-ს საქმემ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში თავისი როლი ითამაშა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბაიდენი - მიკერძოებული პოლიტიკოსია და მისი შვილის ინტერესები გავლენას ახდენდა ვაშინგტონის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ. მაგრამ ბაიდენმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. დემოკრატებმა ბრალდებები წარმოაჩინეს, როგორც ტრამპის მცდელობა, ეპოვა კომპრომატი მეტოქეზე. აშშ-ის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა Burisma-ს საქმე ბაიდენისთვის არახელსაყრელი კუთხით გამოეძიებინათ.
Burisma-ს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
ჰანტერ ბაიდენის საქმეზე გამოძიების ახალი გორგალი უკავშირდება 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებას, ფიქრობს პოლიტოლოგი ვიქტორია ჟურავლიოვა.
„ეს დონალდ ტრამპის პირადი სათამაშო პარტიაა. ის დღევანდელ სიტუაციას იყენებს. უკრაინა სულ დღის წესრიგშია, ბაიდენს კი ნდობის დაბალი რეიტინგი აქვს... ტრამპი აქტიურად საუბრობს რუსეთსა და ბაიდენზე და ცდილობს სცენაზე დაბრუნებას“, – განმარტავს პოლიტოლოგი.
თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს დააზარალებს დემოკრატებს შემოდგომის კონგრესის არჩევნებზე. ფაქტი არ არის, რომ უმცროს ბაიდენს ბრალს წაუყენებენ. შესაბამისად, სიტუაცია უფროს ბაიდენზეც არ იმოქმედებს ძლიერ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე