https://sputnik-georgia.com/20220331/amnistia-shevardnazis-droindel-chinovnikebs-sheexeba-265632680.html
საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ამნისტია შეეხება?
საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ამნისტია შეეხება?
Sputnik საქართველო
ამნისტია არ შეეხება მკვლელობაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ტერორიზმში ბრალდებულ პირებს. 31.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-31T10:25+0400
2022-03-31T10:25+0400
2022-03-31T16:53+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვამ, რომელიც რიგი მსჯავრდებულებისთვის სასჯელის ვადის შემცირებას ითვალისწინებს, პარლამენტში სერიოზული დავა გამოიწვია.კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთათვის სასჯელის ვადის შემცირებას, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლება ჩამოერთვათ. ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის.მეორე პუნქტმა ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გეგმავს სისხლის სამართლის პასუხისგებისგან გაათავისუფლოს საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები.ოპოზიციაში განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ამნისტირებულთა სიაში აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის შესაძლო მოხვედრამ.ვინ ვინ არისიგორ გიორგაძეს ბრალი ედება რამდენიმე ტერორისტული აქტის, მათ შორის ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში. რაც შეეხება ასლან აბაშიძეს, მას 1991 წელს საკუთარ კაბინეტში აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის ნოდარ იმნაძის მკვლელობისა და ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებისთვის დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.ამასთან, დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ამნისტია შეიძლება შეეხოს შევარდნაძის მმართველობის პერიოდის სხვა გავლენიან ჩინოვნიკს, მაგალითად, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლევან მამალაძეს.„თუ მამალაძეს სხვა დანაშაული არ ჩაუდენია გარდა ეკონომიკურისა, მას ამნისტია შეეხება“, – განაცხადა სარჯველაძემ.ლევან მამალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ქრთამის აღებისთვის დაუსწრებლად 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.პროექტის სხვა დეტალებიამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო პატიმრობა, ასევე მკვლელობაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ტერორიზმში, თანამდებობრივ და სექსუალურ დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდებულებს.ამნისტია შეეხება იმ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისის ჩათვლით, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრის ჩათვლით.ამ პატიმრებს სასჯელის ვადას, წინასწარი პატიმრობის გათვალისწინებით, დაუთვლიან შემდეგნაირად: წინასწარი პატიმრობის ყოველი ოთხი დღე პატიმარს ჩაეთვლება სასჯელის მოხდის ხუთ დღედ. საქართველოში წინასწარი პატიმრობის ვადა საბოლოო განაჩენის ვადაში შედის.პროექტის ამ ნაწილისადმი დეპუტატებს კითხვები არ ჰქონიათ და საბოლოო ჯამში კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს.კანონი ამოქმედდება სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ამნისტია შეეხება?
10:25 31.03.2022 (განახლებულია: 16:53 31.03.2022) ამნისტია არ შეეხება მკვლელობაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ტერორიზმში ბრალდებულ პირებს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვამ, რომელიც რიგი მსჯავრდებულებისთვის სასჯელის ვადის შემცირებას ითვალისწინებს, პარლამენტში სერიოზული დავა გამოიწვია.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთათვის სასჯელის ვადის შემცირებას, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლება ჩამოერთვათ. ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის.
მეორე პუნქტმა ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გეგმავს სისხლის სამართლის პასუხისგებისგან გაათავისუფლოს საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები.
ოპოზიციაში განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ამნისტირებულთა სიაში აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის შესაძლო მოხვედრამ.
იგორ გიორგაძეს ბრალი ედება რამდენიმე ტერორისტული აქტის, მათ შორის ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში. რაც შეეხება ასლან აბაშიძეს, მას 1991 წელს საკუთარ კაბინეტში აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის ნოდარ იმნაძის მკვლელობისა და ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებისთვის დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
„ამნისტია არ შეეხება არც ასლან აბაშიძეს და არც იგორ გიორგაძეს. თუმცა იგი შეეხება 2004 წლამდე ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულებს. ძებნა 300 ადამიანთან მიმართებით შეწყდება“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ამნისტია შეიძლება შეეხოს შევარდნაძის მმართველობის პერიოდის სხვა გავლენიან ჩინოვნიკს, მაგალითად, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლევან მამალაძეს.
„თუ მამალაძეს სხვა დანაშაული არ ჩაუდენია გარდა ეკონომიკურისა, მას ამნისტია შეეხება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ლევან მამალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ქრთამის აღებისთვის დაუსწრებლად 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო პატიმრობა, ასევე მკვლელობაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ტერორიზმში, თანამდებობრივ და სექსუალურ დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდებულებს.
ამნისტია შეეხება იმ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისის ჩათვლით, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრის ჩათვლით.
ამ პატიმრებს სასჯელის ვადას, წინასწარი პატიმრობის გათვალისწინებით, დაუთვლიან შემდეგნაირად: წინასწარი პატიმრობის ყოველი ოთხი დღე პატიმარს ჩაეთვლება სასჯელის მოხდის ხუთ დღედ. საქართველოში წინასწარი პატიმრობის ვადა საბოლოო განაჩენის ვადაში შედის.
პროექტის ამ ნაწილისადმი დეპუტატებს კითხვები არ ჰქონიათ და საბოლოო ჯამში კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს.
კანონი ამოქმედდება სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ.