Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პლუს 450: 31 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

© Government of Georgiaლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.624.993 ადამიანი; ჩატარებულია 2.859.230 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.804 ადამიანი.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.648.264-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.624.993 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.540), გარდაიცვალა – 16.745 (ბოლო 24 საათში – 6). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 535 პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 23.626 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.537, PCR–ტესტით – 2.089.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,9%, ბოლო 14 დღის – 3,44%, ბოლო 7 დღის – 2,75%.
სულ ჩატარებულია 2.859.230 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.804 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0