https://sputnik-georgia.com/20220330/ramdeni-bavshvi-daibada-saqarteloshi-2021-wels-265618767.html
რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2021 წელს
რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2021 წელს
Sputnik საქართველო
საქართველოში შობადობის მხრივ დედაქალაქი ლიდერობს. 30.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-30T17:11+0400
2022-03-30T17:11+0400
2022-03-30T21:31+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/50/246395007_0:180:1920:1260_1920x0_80_0_0_5ea070a6c95e4ff82a9387fb46dad3f8.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს დაახლოებით 45,9 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2020 წელთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ინფორმაციით, 2021 წელს დაბადებულთა შორის 23.911 ბიჭი და 22.035 გოგონაა.შობადობის მხრივ პირველ ადგილზე დედაქალაქია – 2021 წელს თბილისში 14.979 ბავშვი დაიბადა. მეორე ადგილზეა იმერეთი – 5.879, ხოლო მესამეზეა ქვემო ქართლი – 5.398 ბავშვი.ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა მცხეთა-მთიანეთისა (1.014) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (263) რეგიონებში.დედების საშუალო ასაკია 25-დან 29 წლამდე. ამასთან, 25 წლამდე დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28,4%-დან 27,2%-მდე შემცირდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67,2%-დან 69,2%-მდე გაიზარდა.„საქსტატის" მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18,5%-ით გაიზარდა და 59.906-ს მიაღწია. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (17.922) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/50/246395007_0:0:1920:1440_1920x0_80_0_0_6f9f18d154dbbb7e4f6eb6ab48a0c9b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2021 წელს
17:11 30.03.2022 (განახლებულია: 21:31 30.03.2022) საქართველოში შობადობის მხრივ დედაქალაქი ლიდერობს.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს დაახლოებით 45,9 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2020 წელთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, 2021 წელს დაბადებულთა შორის 23.911 ბიჭი და 22.035 გოგონაა.
შობადობის მხრივ პირველ ადგილზე დედაქალაქია – 2021 წელს თბილისში 14.979 ბავშვი დაიბადა. მეორე ადგილზეა იმერეთი – 5.879, ხოლო მესამეზეა ქვემო ქართლი – 5.398 ბავშვი.
ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა მცხეთა-მთიანეთისა (1.014) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (263) რეგიონებში.
დედების საშუალო ასაკია 25-დან 29 წლამდე. ამასთან, 25 წლამდე დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28,4%-დან 27,2%-მდე შემცირდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67,2%-დან 69,2%-მდე გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18,5%-ით გაიზარდა და 59.906-ს მიაღწია. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (17.922) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874).