პოლიციამ ზუგდიდში სავარაუდო აფეთქება აღკვეთა? დაკავებულია ორი პირი

© Pixabay / njellLხელყუმბარა
ხელყუმბარა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ დაკავებულები ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 44 და 56 წლის მამაკაცები დააკავა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ორი ხელყუმბარა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა ქართულმა მედიამ გაარკვია, რომ დაკავებულები ზუგდიდში მანქანის აფეთქებას აპირებდნენ. დაგეგმილი დანაშაულის მიზეზი კი მანქანის მფლობელსა და ერთ-ერთ დაკავებულს შორის ძველი კონფლიქტია.
წყარო - შსს-ს პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0