„მიზეზი მივეცი...“ - რატომ მოუწია ნოე სულაბერიძეს ბოდიშის მოხდა
12:24 30.03.2022 (განახლებულია: 17:44 30.03.2022)
© Facebook / Janet Kerdikoshviliნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

© Facebook / Janet Kerdikoshvili
გამოწერა
ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა.
პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოკითხვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა სოციალურ ქსელში, არასწორად იყო ფორმულირებული და დაუფიქრებლად მოუვიდა.
„ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს ). მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ“, – დაწერა ნოე სულაბერიძემ.
ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში სცადა გაერკვია, ადამიანების უმეტესობას თავისუფლება ურჩევნია, თუ სიმშვიდე, რამაც სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია და ის ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააკრიტიკა.