ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ

© Ministry of Defense of Georgiaმშვიდობისმყოფელები სამშობლოში დაბრუნდნენ
მშვიდობისმყოფელები სამშობლოში დაბრუნდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში 2014 წლიდან ჩაერთვნენ.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ალექსანდრე ბაგაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრულირება და გაცილება წარმოადგენდა.

ქვედანაყოფი როტაციის პრინციპით ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
ყველა ახალი ამბავი
0