მაკრონის ზარები პუტინთან - ევროპის უკანასკნელი იმედი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
„დამირეკე“ (Позвони мне, позвони) – ამ სიმღერის სიტყვები გონებამახვილი ანონიმის სახალისო კლიპად გარდაიქმნა. ავტორმა აიღო საფრანგეთის სახელმწიფო საქმეებით გადაღლილი პრეზიდენტის ფოტო და ყველასთვის კარგად ნაცნობ მელოდიას დაადო.
პუტინსა და მაკრონს შორის გუშინ გამართული საუბარი – რუსეთის ლიდერის კიდევ ერთი მცდელობაა, მიიტანოს ევროპელების ყურამდე, რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში გეოპოლიტიკური კრიზისის კუთხით.
რუსეთის პოზიცია ევროპელი ობივატელის ყურამდე ნელა და თანდათანობით მაინც მიდის.
გავლენიანი IFOP-ის ერთ-ერთი ბოლო სოციალური გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი ენდობა თუნდაც ერთ არგუმენტს, წამოყენებულს რუსეთის მხრიდან სპეცოპერაციის მიმდინარეობისას.
თეზისი ნდობის შესახებ – ევროპის მიმდინარე დღის წესრიგში ერთ-ერთ არსებით საკითხად ყალიბდება.
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პოზიცია, რომელიც, მაღალჩინოსნების მტკიცებით, „ერთიანი და განუყოფელია“, სინამდვილეში მრავალ ნიუანსს შეიცავს – წარსულში ახლო აღმოსავლეთის საკითხთა სპეციალისტისა და საკადრო მზვერავის, ამჟამად ავტორიტეტული პოლიტოლოგის ერიკ დენესეს კომენტარი. როდესაც ამჟამად გამწვავებული საერთო ევროპული კრიზისის შესახებ თავისი აზრის გამოთქმა სთხოვეს, დენესემ ზედმეტი კეკლუცობის გარეშე აღნიშნა, რომ „მიმდინარე სიტუაცია ზელენსკის მთავრობის მიერ არის პროვოცირებული“ და დროა იმათ, ვინც მოვლენებს თვალს ადევნებს, ეს აღიარონ და დაინახონ. „ჩვენ გვესმის მხოლოდ ერთი დისკურსი და ვისმენთ მხოლოდ ერთ თვალსაზრისს“, – აღნიშნა სპეციალისტმა.
დენესეს სიტყვები არც პირველი კომენტარია და არც უკანასკნელი ამ თემაზე. თავიანთ სიმართლეში უსასრულოდ დარწმუნებულ ევროპულ მედიასაც არ შეუძლია დღეს თავისი მკითხველისთვის და მაყურებლისთვის სურათის შავ-თეთრი ფერებით დახატვა, თუ სურს აუდიტორიის შენარჩუნება.
ამის აუცილებლობა ჯერ არა ჟურნალისტებმა, არამედ თავად პოლიტიკოსებმა იგრძნეს.
პოლონეთში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ბაიდენის შეურაცხმყოფელი გამოხდომის შემდეგ ელისეს სასახლემაც და გერმანიის მთავრობამაც არ დააყოვნა და საჯაროდ განაცხადა, რომ არ ეთანხმებიან თეთრი სახლის ლიდერის ტონსა და საუბრის მანერას.
დღევანდელი გეოპოლიტიკური კრიზისის დახასიათებისას პრესას სულ უფრო ხშირად უწევს იმ მოვლენებზე საუბარი, რომლებმაც ეს კრიზისი გამოიწვია.
ფაქტი ჯიუტია და მედია იძულებულია აღწეროს, მათ შორის, ის ფონიც, რომელზეც ყველაფერი ხდებოდა.
თუნდაც იმავე მინსკის შეთანხმების დადებისას საფრანგეთის შუამავლობაზე საუბრისას პრესა უთითებს, რომ, მაგალითად, ოფიციალური პირებისთვის პარიზში ჯერ კიდევ 2018 წელს ყირიმის საკითხი „პრაქტიკულად დახურული იყო“.
მართალია, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ნახევარკუნძულს კვლავ რუსეთის მიერ ანექსირებულად მოიხსენიებენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ეს მედიის დღის წესრიგია.
მეორე ფაქტორი, რომელზე საუბარსაც დღეს აზრი აქვს, არის ევროპელი პოლიტიკოსების მიერ იმის გაცნობიერება, რომ მათ აბსოლუტურად არ შეუძლიათ არც კონტინენტის ისტორიის, არც მისი გეოგრაფიის შეცვლა.
თუ თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი დაწესებული სანქციები მათსავე ეკონომიკაზე არავითარ გავლენას არ მოახდენდა, ახლა საპირისპიროს გაცნობიერება თითქმის დომინანტურ ადგილს იკავებს.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ისინი გაკვრით ახსენებდნენ სტაგნაციის შესაძლებლობას, შემდეგ უფრო გულახდილად საუბრობდნენ სტაგფლაციაზე, ახლა კი ტექნოკრატებმა უკვე მოასწრეს გამოეცხადებინათ, რომ კონტინენტის ეკონომიკა შეიძლება საერთოდ ჩამოიშალოს.
და რომ კრიზისის მასშტაბი იქნება იმის მსგავსი, რაც ევროპამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განიცადა.
იცის თუ არა ამის შესახებ მაკრონმა?
შეუძლებელია, არ იცოდეს.
ესმის, რა ელის მას, როგორც პოლიტიკოსს, მოვლენების ასეთი ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში?
საყოველთაო გაფიცვებისა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის შემდეგ, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემდეგ მას არ აქვს უფლება, არ ესმოდეს.
შეუძლებელია საფრანგეთის ხელისუფლება ვერ ხედავდეს, რომ ენერგომატარებლების გაძვირების გარეშეც მათი მოსახლეობა სწრაფად ღარიბდება.
შეუძლებელია საფრანგეთის, ამ საბაზრო ეკონომიკის ხელისუფლებას, რომელიც მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, არ ესმოდეს, რომ ხალხში ფულის უკმარისობა არის ამ ეკონომიკის დე ფაქტო განაჩენი, ვინაიდან მისი საფუძველი არა იმდენად წარმოებაა, რამდენადაც მოხმარება.
რასაკვირველია, პრესისთვის კეთდება განცხადებები „ადამიანის უფლებების დაცვის“ აუცილებლობაზე, გაისმის ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის გარანტიების მოწოდებები, რომლებიც თავად საფრანგეთმა, ასევე საბერძნეთმა და თურქეთმა უნდა გასცენ.
სინამდვილეში კი საფრანგეთის ლიდერის დიპლომატიური აქტიურობა დგას არა სენტიმენტებზე, არამედ პრაგმატიზმზე, რადგან მას შესანიშნავად ესმის, რომ მისი დღევანდელი ძალისხმევა მომავალში საფრანგეთს ქულებს დაუწერს. ეკონომიკურს და პოლიტიკურს. და თუ მათ ვერ შეძლეს კრიზისის თავიდან აცილება, ამჟამინდელი გეოპოლიტიკის პრობლემების მოგვარებას მაინც ჩაუდგნენ სათავეში.
კონტინენტური ევროპა ვალდებული იქნება, პრობლემები თავად, მოკავშირეების გარეშე გადაჭრას.
ამასთან, იგივე ევროპა ვერ დაივიწყებს, რომ პრაქტიკულად ყველა კოზირი ამ საჭადრაკო პარტიაში, ახალი ევროპული უსაფრთხოების ყველა გასაღები დღეს მოსკოვის ხელშია, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0