https://sputnik-georgia.com/20220330/matilda-gvarliani-video-265619993.html
მატილდა გვარლიანი საოცრად სპორტული ყოფილა - ვიდეო
მატილდა გვარლიანი საოცრად სპორტული ყოფილა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამოჩენილი მოდელი სოციალურ ქსელში დიდად აქტუალურია. 30.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-30T17:01+0400
2022-03-30T17:01+0400
2022-03-30T21:26+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264963922_0:24:1000:587_1920x0_80_0_0_a4bf26c72cf6026e000c9cb42ac29858.png
17 წლის წარმატებულ მოდელს მატილდა გვარლიანს სოციალურ ქსელში ბევრი უკვე კარგად იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის უამრავ კომენტარსა და კომპლიმენტს იმსახურებს. მატილდას სამოდელო სფეროში Baby Face-ად მოიხსენიებენ, რადგან მას ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება აქვს. თუმცა ამას ახალგაზრდა მოდელისთვის ხელი არ შეუშლია ეთანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო. დღეს მატილდა გვარლიანი სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი).მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს ირგვლივ მყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.ცოტა ხნის წინ მოდელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იოგითაა დაკავებული. როგორც ჩანს, მატილდა სპორტულ ცხოვრებას დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან მისი მოძრაობები დიდი ხნის ვარჯიშის და მონდომების შთაბეჭდილებას ტოვებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264963922_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_ce61b89463e5a678b2973d927253601b.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მატილდა გვარლიანი სპორტული ვიდეო
მატილდა გვარლიანი სპორტული ვიდეო
მატილდა გვარლიანი საოცრად სპორტული ყოფილა - ვიდეო
17:01 30.03.2022 (განახლებულია: 21:26 30.03.2022) ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამოჩენილი მოდელი სოციალურ ქსელში დიდად აქტუალურია.
17 წლის წარმატებულ მოდელს მატილდა გვარლიანს სოციალურ ქსელში ბევრი უკვე კარგად იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის უამრავ კომენტარსა და კომპლიმენტს იმსახურებს. მატილდას სამოდელო სფეროში Baby Face-ად მოიხსენიებენ, რადგან მას ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება აქვს. თუმცა ამას ახალგაზრდა მოდელისთვის ხელი არ შეუშლია ეთანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო. დღეს მატილდა გვარლიანი სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი).
მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს ირგვლივ მყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
ცოტა ხნის წინ მოდელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იოგითაა დაკავებული. როგორც ჩანს, მატილდა სპორტულ ცხოვრებას დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან მისი მოძრაობები დიდი ხნის ვარჯიშის და მონდომების შთაბეჭდილებას ტოვებს.