კულტურის სამინისტრომ ფესტივალების ხელშეწყობის კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა
17:35 30.03.2022 (განახლებულია: 21:37 30.03.2022)
© courtesy of Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Cultureჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი
© courtesy of Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Culture
გამოწერა
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 1,1 მლნ ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს განცხადებით 18-მა პრეტენდენტმა მიმართა.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
1.
„ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“, განმახორციელებელი - ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი;2.
„მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“, განმახორციელებელი - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;3.
„თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“, განმახორციელებელი - კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი;4.
„თბილისის კამერული მუსიკის XVI ფესტივალი“, განმახორციელებელი - საქართველოს შემოქმედებითი კავშირი საქართველოს მუსიკალური საზოგადოება;5.
„შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია“, განმახორციელებელი - „ივერ-კლასიკი“;6.
„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“, განმახორციელებელი - ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი - ლირა;7.
„XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი”, განმახორციელებელი - „არტ პლუსი“;8.
"XXV საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი - საახალწლო მუსიკალური შეხვედრები", განმახორციელებელი - ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;9.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2022“, განმახორციელებელი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სიმფონიეტა;10.
„TBILISI PIANO FEST - თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი", განმახორციელებელი - Tbilisi Piano Fest.კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 1,1 მლნ ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს განცხადებით 18-მა პრეტენდენტმა მიმართა.