https://sputnik-georgia.com/20220330/kalaze-dedaqalaqis-qucebi-teqnikuri-marilisgan-gaiwmindeba-265624286.html
კალაძე: დედაქალაქის ქუჩები ტექნიკური მარილისგან უახლოეს დღეებში გაიწმინდება
კალაძე: დედაქალაქის ქუჩები ტექნიკური მარილისგან უახლოეს დღეებში გაიწმინდება
Sputnik საქართველო
მერის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი მერის მოადგილეს ანდრია ბასილაიას და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დავით ფაჩულიას დაევალათ. 30.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-30T19:08+0400
2022-03-30T19:08+0400
2022-03-30T22:13+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23977/84/239778442_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_effed7a9fd5c40434ce5364380873dfa.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. დიდთოვლობის გამო დაყრილი ტექნიკური მარილისგან თბილისის ქუჩები უახლოეს დღეებში გაიწმინდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.გასულ კვირაში გადაუღებელმა თოვლმა და უამინდობამ დედაქალაქის გზებზე პრობლემები შექმნა. თოვის პარალელურად შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები გზების გაწმენდის სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ.როგორც კალაძემ განაცხადა, ქალაქში რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად შექმნილ გამოწვევებს თბილისის მერია გაუმკლავდა.ამასთან, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ აღნიშნა, თბილისში ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილები, რომლებიც ყინულის საფარისგან გასაწმენდია.„მეორადი ქუჩები და ჩიხები კვლავ პრობლემურია, რადგან ღამით ყინვაა. ყინულის საფარის გამო გზა ბოლომდე ვერ იწმინდება. სპეციალური ტექნიკაა საჭირო მის გასაწმენდად. ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით 6.000 ტონა მარილი დაიყარა. ამას დაემატა ქვიშაც, რომლისგანაც სრულად გაიწმინდება თბილისის ქუჩები. ამის შესაძლებლობას უკვე ამინდიც იძლევა“, – აღნიშნა ფაჩულიამ.დედაქალაქში მოსული თოვლის გამო გზების გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებდა. გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23977/84/239778442_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_cfa4502192a7a24599eee8a905bf5a10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
კალაძე: დედაქალაქის ქუჩები ტექნიკური მარილისგან უახლოეს დღეებში გაიწმინდება
19:08 30.03.2022 (განახლებულია: 22:13 30.03.2022) მერის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი მერის მოადგილეს ანდრია ბასილაიას და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დავით ფაჩულიას დაევალათ.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. დიდთოვლობის გამო დაყრილი ტექნიკური მარილისგან თბილისის ქუჩები უახლოეს დღეებში გაიწმინდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
გასულ კვირაში გადაუღებელმა თოვლმა და უამინდობამ დედაქალაქის გზებზე პრობლემები შექმნა. თოვის პარალელურად შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები გზების გაწმენდის სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ.
როგორც კალაძემ განაცხადა, ქალაქში რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად შექმნილ გამოწვევებს თბილისის მერია გაუმკლავდა.
„მარტში თბილისში ასეთი უხვი ნალექი არასდროს მოსულა. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით წყნეთის, კოჯრის ქუჩებში, ჩიხებსა და შესახვევებში. ამ პერიოდში გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. მინდა დავავალო ანდრია ბასილაიას და დავით ფაჩულიას, დავიწყოთ ქუჩების ტექნიკური მარილისგან გასუფთავება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ აღნიშნა, თბილისში ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილები, რომლებიც ყინულის საფარისგან გასაწმენდია.
„მეორადი ქუჩები და ჩიხები კვლავ პრობლემურია, რადგან ღამით ყინვაა. ყინულის საფარის გამო გზა ბოლომდე ვერ იწმინდება. სპეციალური ტექნიკაა საჭირო მის გასაწმენდად. ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით 6.000 ტონა მარილი დაიყარა. ამას დაემატა ქვიშაც, რომლისგანაც სრულად გაიწმინდება თბილისის ქუჩები. ამის შესაძლებლობას უკვე ამინდიც იძლევა“, – აღნიშნა ფაჩულიამ.
დედაქალაქში მოსული თოვლის გამო გზების გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებდა. გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.